https://sputnik-georgia.com/20220114/rodis-ganaaxleben-gamis-klubebi-mushaobas-turnavas-ganmarteba-263627260.html
როდის განაახლებენ ღამის კლუბები მუშაობას? ეკონომიკის მინისტრის განმარტება
როდის განაახლებენ ღამის კლუბები მუშაობას? ეკონომიკის მინისტრის განმარტება
Sputnik საქართველო
ღამის კლუბების მფლობელები ეპიდემიოლოგების დასკვნას ელოდებიან 14.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-14T20:21+0400
2022-01-14T20:21+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24462/47/244624732_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_15478867030a37b4f4035e7a9382a241.jpg
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოში ღამის კლუბების მუშაობის განახლება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან.ღამის კლუბები საქართველოში 2020 წლის მარტში კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურა. გასული წლის დეკემბრის ბოლოს მათ უფლება მიიღეს, ჩაეტარებინათ ღონისძიებები რეგულაციების დაცვით ახალი წლის დღეებში. თუმცა სადღესასწაულო დღეების დასრულების შემდეგ მათ მუშაობა კვლავ შეწყვიტეს.როგორც გუშინ ღამის კლუბების გაერთიანება ACT4CULTURE-ის ხელმძღვანელმა დავით ლეჟავამ განაცხადა, საქართველოს მთავრობამ ღამის კლუბებს შეიძლება კომპენსაცია გადაუხადოს იმის გამო, რომ ისინი ღონისძიებებს ვერ მართავენ. მისი თქმით, კომპენსაციის ოდენობა კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროში კონსულტაციები მომავალი კვირიდან დაიწყება.ღამის კლუბები კომპენსაციას უკვე მეორედ მიიღებენ. 2021 წელს დახმარების პაკეტმა 2 მლნ ლარი შეადგინა, რაშიც შევიდა იჯარისგან და კომუნალური ხარჯებისგან გათავისუფლება და თანამშრომლების ნაწილის ხელფასების დაფარვა.საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღა დაიწყო. გააქტიურდა ახალი შტამი „ომიკრონი“, რომელიც სხვა შტამებისგან განსხვავებით უფრო სწრაფად და მარტივად ვრცელდება. ქვეყანაში მკვეთრად იმატა ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა.
https://sputnik-georgia.com/20220113/ramis-klubebs-seizleba-kompensacia-gadauxadon-263572814.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24462/47/244624732_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_234037921cbbdc91ccfce3482fc61d6a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, covid-19
როდის განაახლებენ ღამის კლუბები მუშაობას? ეკონომიკის მინისტრის განმარტება
20:21 14.01.2022 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ღამის კლუბების მფლობელები ეპიდემიოლოგების დასკვნას ელოდებიან
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოში ღამის კლუბების მუშაობის განახლება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან.
ღამის კლუბები საქართველოში 2020 წლის მარტში კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურა. გასული წლის დეკემბრის ბოლოს მათ უფლება მიიღეს, ჩაეტარებინათ ღონისძიებები რეგულაციების დაცვით ახალი წლის დღეებში. თუმცა სადღესასწაულო დღეების დასრულების შემდეგ მათ მუშაობა კვლავ შეწყვიტეს.
„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ღამის კლუბების საკითხის განხილვა არაერთხელ მოხდა. გარკვეული კომპრომისი საახალწლო პერიოდში დაიშვა. შემდეგ ჩვენ შევთანხმდით, რომ დავაკვირდებით შედეგებს, რომლებიც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით გამოწვეული იყო საახალწლო პერიოდში ღამის კლუბების გახსნით. ჩვენ ველოდებით შედეგებს და ამის შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა თურნავამ.
როგორც გუშინ ღამის კლუბების გაერთიანება ACT4CULTURE-ის ხელმძღვანელმა დავით ლეჟავამ განაცხადა, საქართველოს მთავრობამ ღამის კლუბებს შეიძლება კომპენსაცია გადაუხადოს იმის გამო, რომ ისინი ღონისძიებებს ვერ მართავენ. მისი თქმით, კომპენსაციის ოდენობა კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროში კონსულტაციები მომავალი კვირიდან დაიწყება.
ღამის კლუბები კომპენსაციას უკვე მეორედ მიიღებენ. 2021 წელს დახმარების პაკეტმა 2 მლნ ლარი შეადგინა, რაშიც შევიდა იჯარისგან და კომუნალური ხარჯებისგან გათავისუფლება და თანამშრომლების ნაწილის ხელფასების დაფარვა.
საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღა დაიწყო. გააქტიურდა ახალი შტამი „ომიკრონი“, რომელიც სხვა შტამებისგან განსხვავებით უფრო სწრაფად და მარტივად ვრცელდება. ქვეყანაში მკვეთრად იმატა ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა.