მცხეთა მთავარი ნაძვის ხის გარეშე დარჩა – ძლიერმა ქარმა რკინის კონსტრუქცია წააქცია

© Sputnik / Alexander Imedashviliნაძვის ხე
ნაძვის ხე - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2022
გამოწერა
დაზიანებულია 12–მეტრიანი ნაძვის ხის რკინის კონსტრუქცია და მისი მთავარი ღერძი.
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ძლიერი ქარის შედეგად მცხეთის ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხე წაიქცა, იუწყება მცხეთის მერია.
ინცინდენტი მცხეთაში 14 იანვარს გამთენიისას მოხდა. დაზიანებულია 12–მეტრიანი ნაძვის ხის რკინის კონსტრუქცია და მისი მთავარი ღერძი.
„ნაძვის ხის წაქცევის შედეგად, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა“, - აღნიშნეს მცხეთის მერიაში.
კეთილმოწყობის სამსახურმა საახალწლო ნაძვის ხის დემონტაჟი უკვე მოახდინა.
როგორც მერიაში Sputnik საქართველოსთან საუბრისას აღნიშნეს, მსგავს ინცინდენტს ქალაქში ადრე ადგილი არ ჰქონია.
მცხეთაში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ცენტრალურ მოედანზე 24 დეკემბერს საზეიმოდ აინთო. დამსწრე საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.
მცხეთის მთავარი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება მუსიკალურად ანსამბლმა „მცხეთამ“ და ღამის შოუს ბენდმა გააფორმეს.
წყარო: მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
ყველა ახალი ამბავი
0