https://sputnik-georgia.com/20220114/anastasia-gubanovayinulze-qartveli-var-263615232.html
„ყინულზე ქართველი ვარ“: საქართველოს ნაკრების რუსი წევრი - ვიდეო
„ყინულზე ქართველი ვარ“: საქართველოს ნაკრების რუსი წევრი - ვიდეო
Sputnik საქართველო
საქართველოს სახელით მოციგურავე რუსი ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონატზე პირველ ადგილს იკავებს
2022-01-14T13:56+0400
2022-01-14T13:56+0400
2022-01-14T17:41+0400
საზოგადოება
სპორტი
რუსეთი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1f/259186958_0:320:3071:2048_1920x0_80_0_0_a78df21efac6ba1260049ed500e38c34.jpg
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ანასტასია გუბანოვა, 19 წლის მოციგურავე, რომელიც საქართველოს ნაკრების სახელით ასპარეზობს, გამოტყდა, რომ ყინულზე ქართველია, ცხოვრებაში კი ისევ რუს გოგონა ნასტიად რჩება, იუწყება РИА Новости.გუბანოვამ 13 იანვარს 67,02 ქულა აიღო ტალინში მიმდინარე ჩემპიონატის მოკლე პროგრამაში. პირველი ორი ჯგუფის გამოსვლის შემდეგ სპორტსმენი შუალედურ პირველ ადგილს იკავებს.2021 წლის ზაფხულში საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციამ გუბანოვას საქართველოს ნაკრებში ჩართვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. რუსულმა მხარემ ჯერ კიდევ 2020 წელს მისცა უფლება სპორტსმენს, შეეცვალა სპორტული მოქალაქეობა. ამასთან გუბანოვა სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობს და ვარჯიშობს.მისთვის ევროპის ამჟამინდელი ჩემპიონატი პირველია კარიერაში.„ბოლომდე არ ვიცოდი, ნამდვილად მივდიოდი თუ არა ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ მაინც ვემზადებოდი. აქ გამოსვლა ჩემთვის წარმოუდგენელი მოვლენაა. მიხარია, რომ ასეთი შესაძლებლობა მომეცა“, — განაცხადა სპორტსმენმა.ანასტასია გუბანოვა არის რუსეთის თასის ვერცხლის პრიზიორი (2018, 2020), ზაგრების საერთაშორისო ტურნირის ოქროს პრიზიორი (2018) და ასევე იუნიორთა გრან-პრის ფინალის ვერცხლის პრიზიორი (2016).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1f/259186958_0:162:2514:2048_1920x0_80_0_0_6bb04a78093ac31d9eb95d7661707f64.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანასტასია გუბანოვა ფიგურული სრიალი მოციგურავე
ანასტასია გუბანოვა ფიგურული სრიალი მოციგურავე
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ანასტასია გუბანოვა, 19 წლის მოციგურავე, რომელიც საქართველოს ნაკრების სახელით ასპარეზობს, გამოტყდა, რომ ყინულზე ქართველია, ცხოვრებაში კი ისევ რუს გოგონა ნასტიად რჩება, იუწყება РИА Новости.
გუბანოვამ 13 იანვარს 67,02 ქულა აიღო ტალინში მიმდინარე ჩემპიონატის მოკლე პროგრამაში. პირველი ორი ჯგუფის გამოსვლის შემდეგ სპორტსმენი შუალედურ პირველ ადგილს იკავებს.
2021 წლის ზაფხულში საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციამ გუბანოვას საქართველოს ნაკრებში ჩართვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. რუსულმა მხარემ ჯერ კიდევ 2020 წელს მისცა უფლება სპორტსმენს, შეეცვალა სპორტული მოქალაქეობა. ამასთან გუბანოვა სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობს და ვარჯიშობს.
„რუსეთი გულში მაქვს. მე დავიბადე და ვცხოვრობ რუსეთში, მაგრამ იშვიათად გამოვდიოდი მისი სახელით. სხვა დროშით სრიალის დროს გაორება მემართება — ყინულზე ქართველი ვარ, ცხოვრებაში კი ისევ ის რუსი ნასტია“, — უთხრა გუბანოვამ ჟურნალისტებს.
მისთვის ევროპის ამჟამინდელი ჩემპიონატი პირველია კარიერაში.
„ბოლომდე არ ვიცოდი, ნამდვილად მივდიოდი თუ არა ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ მაინც ვემზადებოდი. აქ გამოსვლა ჩემთვის წარმოუდგენელი მოვლენაა. მიხარია, რომ ასეთი შესაძლებლობა მომეცა“, — განაცხადა სპორტსმენმა.
ანასტასია გუბანოვა არის რუსეთის თასის ვერცხლის პრიზიორი (2018, 2020), ზაგრების საერთაშორისო ტურნირის ოქროს პრიზიორი (2018) და ასევე იუნიორთა გრან-პრის ფინალის ვერცხლის პრიზიორი (2016).