https://sputnik-georgia.com/20220113/verdis-nabuko-tbilisis-operis-scenaze-263592016.html
თბილისში ვერდის „ნაბუკოს“ პრემიერა გაიმართება
თბილისში ვერდის „ნაბუკოს“ პრემიერა გაიმართება
Sputnik საქართველო
ოპერის პრემიერა თებერვალში გაიმართება. დიდი იტალიელის ნაწარმოებს თბილისის ოპერისა და ბალეტის გუნდი, სოლისტები და ორკესტრი წარმოადგენენ.
2022-01-13T17:39+0400
2022-01-13T17:39+0400
2022-01-13T20:12+0400
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24456/97/244569751_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_1589ec2e0165aeaab0c83140f6fbf64c.jpg
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე 5 თებერვალს ჯუზეპე ვერდის ოპერა „ნაბუკოს“ პრემიერა გაიმართება.„ნაბუკო“ ოთხმოქმედებიანი ოპერაა. ლიბრეტოს ავტორია თემისტოკლე სოლერა. ოპერას ბიბლიაში აღწერილი მოვლენები უდევს საფუძვლად.„ნაბუკო“ („ნაბუქოდონოსორი") ვერდიმ 1841 წელს შექმნა, ხოლო პრემიერა მილანის „ლა სკალას“ სცენაზე 1842 წლის 9 მარტს გაიმართა. საქართველოში ოპერა 1859–1860 წლებში დაიდგა.ვერდის უკვდავ ნაწარმოებს შეასრულებენ ოპერის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი. დამდგმელი რეჟისორია მარტინშ ოზოლინში, მთავარი ქორმაისტერი – ავთანდილ ჩხენკელი, ხოლო სპექტაკლის რეჟისურა და სცენოგრაფია ენრიკო სტინჩელის ეკუთვნის.ოპერის საპრემიერო წარმოდგენები გაიმართება 5, 6, 11, 12 და 13 თებერვალს. ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროებში და ონლაინ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24456/97/244569751_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_94625aa0625cb92288c0912fcb8edfda.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ოპერა ვერდი ნაბუკო პრემიერა თბილისი
ოპერა ვერდი ნაბუკო პრემიერა თბილისი
თბილისში ვერდის „ნაბუკოს“ პრემიერა გაიმართება
17:39 13.01.2022 (განახლებულია: 20:12 13.01.2022) სწორედ „ნაბუკომ“ – მესამე ოპერამ ჯუზეპე ვერდის შემოქმედებაში მოუტანა კომპოზიტორს ნამდვილი აღიარება.
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე 5 თებერვალს ჯუზეპე ვერდის ოპერა „ნაბუკოს“ პრემიერა გაიმართება.
„ნაბუკო“ ოთხმოქმედებიანი ოპერაა. ლიბრეტოს ავტორია თემისტოკლე სოლერა. ოპერას ბიბლიაში აღწერილი მოვლენები უდევს საფუძვლად.
„ნაბუკო“ („ნაბუქოდონოსორი") ვერდიმ 1841 წელს შექმნა, ხოლო პრემიერა მილანის „ლა სკალას“ სცენაზე 1842 წლის 9 მარტს გაიმართა. საქართველოში ოპერა 1859–1860 წლებში დაიდგა.
ვერდის უკვდავ ნაწარმოებს შეასრულებენ ოპერის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი. დამდგმელი რეჟისორია მარტინშ ოზოლინში, მთავარი ქორმაისტერი – ავთანდილ ჩხენკელი, ხოლო სპექტაკლის რეჟისურა და სცენოგრაფია ენრიკო სტინჩელის ეკუთვნის.
ოპერის საპრემიერო წარმოდგენები გაიმართება 5, 6, 11, 12 და 13 თებერვალს. ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროებში და ონლაინ.