ძველით ახალი წლისთვის თბილისში გაზი გაითიშა: „თბილისი ენერჯი" განმარტებას აკეთებს

© Pixabay / stevepbგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2022
გამოწერა
ამ დროისათვის გაზსადენზე სარემონტო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. თბილისში 7.600 აბონენტს 10:00 საათიდან ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია Tbilisi Energy.
კომპანიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გათიშვის მიზეზი კახეთის გზატკეცილზე გაზსადენზე მომხდარი ავარია გახდა, რომელიც გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
შეზღუდვა ძირითადად ვარკეთილისა და ვაზისუბნის რაიონების მოსახლეობას შეეხო.
კომპანიის ცნობით, მოსახლეობისთვის გაზმომარაგების აღდგენა 10:00-19:00 საათის პერიოდში მოხდება.
კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
Tbilisi Energy აბონენტებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.
ყველა ახალი ამბავი
0