საგარეჯოში 42 წლის მამაკაცს ეძებენ

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2022
გამოწერა
მამაკაცი პირუტყვის შესაძენად საგარეჯოდან გარდაბანში წავიდა, საიდანაც მისი კვალი იკარგება.
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. სამართალდამცველები საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან დაკარგულ 42 წლის მამაკაცს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები ნაზიმ ნაბიევი სახლიდან 4 იანვარს გავიდა.
დაკარგულის ახლობლების თქმით, ნაბიევი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში პირუტყვის შესაძენად წავიდა და ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება.
მამაკაცის დაკარგვის შესახებ ახლობლებმა პოლიციას აცნობეს.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, პოლიციის გარდა, ადგილობრივებიც არიან ჩართული.
ყველა ახალი ამბავი
0