მძღოლებს გზებზე დაწესებული რეჟიმების დაცვისკენ მოუწოდებენ

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშისატვირთოების რიგი
სატვირთოების რიგი - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2022
გამოწერა
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული. საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით გზების გაწმენდის სამუშაოებსა და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრას მუდმივ რეჟიმში აგრძელებს, აღნიშნავენ უწყებაში.
ამ დროისათვის შეზღუდვები მოქმედებს საავტომობილო გზების შემდეგ მონაკვეთებზე:
თოვლისა და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ანალოგიური შეზღუდვა მოქმედებს გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის 15-38 კმ მონაკვეთზე.
თოვის, ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 105-110 კმ მონაკვეთზე (ფარავნის უღელტეხილი) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62 კმ მონაკვეთზეც (ნაქერალას უღელტეხილი). ასეთივე რეჟიმი მოქმედებს საჩხერე–ონის გზაზე.
დიდთოვლობის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის 86-106 კმ მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 88-125 კმ (ლენტეხი–მელე) მონაკვეთზე. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ანალოგიური აკრძალვა მოქმედებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის 138-186 კმ მონაკვეთზე (მესტია–უშგული).
ყველა ახალი ამბავი
0