MagtiCom-ის თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა

© photo: Sputnik / Stringerმობილური კავშირის ანტენები
მობილური კავშირის ანტენები - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2022
გამოწერა
კომპანია აცხადებს, რომ შესაბამის იურიდიულ ნაბიჯებს გადადგამს სიტუაციის სამართლებრივ ჩარჩოებში დასაბრუნებლად
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. მობილური კავშირის უმსხვილესი ოპერატორის MagtiCom-ის 300-მდე თანამშრომელმა დღეს კომპანიის სათავო ოფისთან ხელფასის მომატების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.
გაფიცული თანამშრომლები, ძირითადად ტექნიკოსები, მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს და მაღალი ინფლაციის გამო მათი ხელფასები „გაუფასურდა“.
საპასუხოდ კომპანიამ განაცხადა, რომ შესაბამის იურიდიულ ნაბიჯებს გადადგამს სიტუაციის სამართლებრივ ჩარჩოებში დასაბრუნებლად.

„MagtiCom-ში თანამშრომლების გარკვეული ჯგუფი შრომის პირობების გადახედვას მოითხოვს. მაქსიმალურად ვცდილობთ სიტუაციის განმუხტვას გონივრულობის ფარგლებში. როდესაც პანდემია დაიწყო, MagtiCom-ში ხელფასი მინიმუმ 10%-ით გაიზარდა, ხოლო რეგიონული ინჟინრების ხელფასი – 23%-ით“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ MagtiCom-ში თანამშრომლების გარკვეული ჯგუფებისთვის ბონუსების სისტემა მოქმედებს.
„ბონუსები გაიცა იმ თანამშრომლებზე, ვინც დღეს შრომის პირობების გადახედვას მოითხოვს. პანდემიის დროს MagtiCom-ის მიერ სპეციალურად ინჟინერ-ტექნოლოგების ჯგუფებზე გაცემულმა ბონუსებმა თითქმის 3 მილიონი ლარი შეადგინა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ MagtiCom-ის საქმიანობის ისტორიაში არ მომხდარა შემთხვევა, რომ თანამშრომელს ხელფასი დანიშნულ დღეს არ მიეღოს.
„მაგთიკომის“ აბონენტებს მობილური სერვისი შეფერხებით მიეწოდებათ >>
შპს „მაგთიკომი“, როგორც მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი, 1996 წლის 12 თებერვალს დაფუძნდა, კომერციული საქმიანობა კი 1997 წლის სექტემბრიდან დაიწყო. MagtiCom-ი ეკუთვნის აშშ-ის კომპანიებს: International Telcell Cellular LLC და Telcell Wireless LLC. ამჟამად კომპანიას 2 მილიონი აბონენტი ჰყავს.
ყველა ახალი ამბავი
0