https://sputnik-georgia.com/20220113/khatuna-jordania-263592623.html
„გადავწყვიტე ვიცხოვრო ზურასთვის“ – რას ნანობს ხათუნა ჟორდანია ქმართან ურთიერთობაში
„გადავწყვიტე ვიცხოვრო ზურასთვის“ – რას ნანობს ხათუნა ჟორდანია ქმართან ურთიერთობაში
Sputnik საქართველო
ხათუნა ჟორდანიამ ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში პირად ურთიერთობაზე გულწრფელად ისაუბრა. 13.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-13T17:17+0400
2022-01-13T17:17+0400
2022-01-13T20:01+0400
ყვითელი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1e/259097475_0:44:1000:607_1920x0_80_0_0_c4cc283f68492b93ccf1b8ad839cf01f.jpg
მუსიკოსმა ხათუნა ჟორდანიამ საზოგადოებას თავისი გულისტკივილი გაანდო და აღნიშნა, რომ მეუღლეს აქამდე ძალიან ცოტა დროს უთმობდა.„მას შემდეგ, რაც მძიმე დაავადება დავამარცხე, მივხვდი, რომ უფრო მეტ დროს ოჯახის სხვა წევრებს ვუთმობდი, ვიდრე ზურას და სულ ნაწყენი მყავდა ჩემი ყურადღების ნაკლებობის გამო. ამიტომაც ახლა გადავწყვიტე ვიცხოვრო ზურასთვის და მთელი ჩემი ყურადღება მას დავუთმო. მეორე მხრივ, რა იდეებიც მქონდა თავში და არ ვახორციელებდი, მინდა ახლა განვახორციელო. დავიწყე ხატვა, სამკაულების კეთება, ავეჯის რესტავრირება, ვკერავ. ვფიქრობ სატელევიზიო პროექტზეც. მოკლედ, ათასი გეგმა მაქვს“, – ამბობს ხათუნა.მან ასევე გაიხსენა პირველი მეუღლე თეკუჩა ქარსელაძე, რომელისგანაც მუსიკოსს ქალიშვილი ნინი ქარსელაძე ჰყავს.„ის იყო პირველი სიყვარული და ზურა უკანასკნელი სიყვარულია. თეკუჩა იყო კაცი, რომლის იმედიც ყოველთვის მქონდა ცხოვრებაში, განსაკუთრებით ნინისთან მიმართებაში. მისი გარდაცვალებით ის ყველაზე მეტად ნინის მოაკლდა. ცოცხალი რომ ყოფილიყო, დღეს ნინის იმდენს ვერ გაუბედავდნენ, რამდენსაც უბედავენ. ზურა კი ძალიან წესიერი კაცია, რომელიც მოვიდა ჩემს ცხოვრებაში და ბოლო სიყვარულია“, – აღნიშნა ჟორდანიამ.მუსიკოსი ხათუნა ჟორდანია და მომღერალი ზურა ხაჩიძე უკვე 23 წელია დაოჯახებული არიან. როგორც ხათუნა აღნიშნავს, ამ ხნის განმავლობაში არაერთი დაბრკოლება გადალახეს და ბევრ სირთულეს გაუძლეს.ხათუნა ჟორდანიამ ცოტა ხნის წინ ვერაგ დაავადებასთან სამწლიანი ბრძოლა წარმატებით მოიგო. მას გვერდში ძალიან მყარად ედგა მისი ოჯახი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1e/259097475_56:0:1000:708_1920x0_80_0_0_fe35ffe074f3f742816c363c69b6bc0c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება
„გადავწყვიტე ვიცხოვრო ზურასთვის“ – რას ნანობს ხათუნა ჟორდანია ქმართან ურთიერთობაში
17:17 13.01.2022 (განახლებულია: 20:01 13.01.2022) ხათუნა ჟორდანიამ ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში პირად ურთიერთობაზე გულწრფელად ისაუბრა.
მუსიკოსმა ხათუნა ჟორდანიამ საზოგადოებას თავისი გულისტკივილი გაანდო და აღნიშნა, რომ მეუღლეს აქამდე ძალიან ცოტა დროს უთმობდა.
„მას შემდეგ, რაც მძიმე დაავადება დავამარცხე, მივხვდი, რომ უფრო მეტ დროს ოჯახის სხვა წევრებს ვუთმობდი, ვიდრე ზურას და სულ ნაწყენი მყავდა ჩემი ყურადღების ნაკლებობის გამო. ამიტომაც ახლა გადავწყვიტე ვიცხოვრო ზურასთვის და მთელი ჩემი ყურადღება მას დავუთმო. მეორე მხრივ, რა იდეებიც მქონდა თავში და არ ვახორციელებდი, მინდა ახლა განვახორციელო. დავიწყე ხატვა, სამკაულების კეთება, ავეჯის რესტავრირება, ვკერავ. ვფიქრობ სატელევიზიო პროექტზეც. მოკლედ, ათასი გეგმა მაქვს“, – ამბობს ხათუნა.
მან ასევე გაიხსენა პირველი მეუღლე თეკუჩა ქარსელაძე, რომელისგანაც მუსიკოსს ქალიშვილი ნინი ქარსელაძე ჰყავს.
„ის იყო პირველი სიყვარული და ზურა უკანასკნელი სიყვარულია. თეკუჩა იყო კაცი, რომლის იმედიც ყოველთვის მქონდა ცხოვრებაში, განსაკუთრებით ნინისთან მიმართებაში. მისი გარდაცვალებით ის ყველაზე მეტად ნინის მოაკლდა. ცოცხალი რომ ყოფილიყო, დღეს ნინის იმდენს ვერ გაუბედავდნენ, რამდენსაც უბედავენ. ზურა კი ძალიან წესიერი კაცია, რომელიც მოვიდა ჩემს ცხოვრებაში და ბოლო სიყვარულია“, – აღნიშნა ჟორდანიამ.
მუსიკოსი ხათუნა ჟორდანია და მომღერალი ზურა ხაჩიძე უკვე 23 წელია დაოჯახებული არიან. როგორც ხათუნა აღნიშნავს, ამ ხნის განმავლობაში არაერთი დაბრკოლება გადალახეს და ბევრ სირთულეს გაუძლეს.
ხათუნა ჟორდანიამ ცოტა ხნის წინ ვერაგ დაავადებასთან სამწლიანი ბრძოლა წარმატებით მოიგო. მას გვერდში ძალიან მყარად ედგა მისი ოჯახი.