https://sputnik-georgia.com/20220113/evropasi-omis-umarlesi-safrtxe-arsebobs-263593079.html
არსებობს ომის უმაღლესი საფრთხე: ეუთოს თავმჯდომარის განცხადება
არსებობს ომის უმაღლესი საფრთხე: ეუთოს თავმჯდომარის განცხადება
Sputnik საქართველო
ეუთოს თავმჯდომარის თქმით, ახლა ომის იმაზე მაღალი საფრთხეა, ვიდრე ოდესმე არსებულა ბოლო 30 წლის განმავლობაში
2022-01-13T17:28+0400
2022-01-13T17:28+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
ეუთო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/88/234098850_0:0:3888:2187_1920x0_80_0_0_6f35ecaa8cf9a09c9f7fb630ec374c34.jpg
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ევროპაში ამ დროისათვის ომის ყველაზე მაღალი საფრთხე არსებობს, განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ.მისი თქმით, ეუთოს წევრი სახელმწიფოები დღეს განსაკუთრებულად ეჯახებიან „მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის გამოწვევების სახიფათო ნარევს“.ეუთოს თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ გაჭიანურებული კონფლიქტები, სამხედრო კონფრონტაცია, რადიკალიზაცია, ტერორიზმი, რასაც თან ახლავს შეიარაღებაზე კონტროლის რეჟიმის ეროზია, COVID-19-ის პანდემიის შედეგები, ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მნიშვნელოვანი დარღვევები ზრდის გაურკვევლობას, იწვევს არაპროგნოზირებადობას, ფრაგმენტაციასა და საზოგადოებებში შიშებს.მისი თქმით, ეუთო აუცილებლად უნდა კონცენტრირდეს აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრაზე, კერძოდ, უკრაინის აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის დარეგულირებაზე — მინსკის შეთანხმებების შესაბამისად.როგორც ეუთოს თავმჯდომარე აცხადებს, რეგიონში შესაძლო სამხედრო ესკალაციასთან დაკავშირებული ვითარება „საერთაშორისო შეფასებასა და შესაბამის რეაქციას“ საჭიროებს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/88/234098850_216:0:3672:2592_1920x0_80_0_0_ed7c6dcf215bb02f734fb576ab09bee0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ომი ევროპა ეუთო საშიშროება უსაფრთხოება
ომი ევროპა ეუთო საშიშროება უსაფრთხოება
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ევროპაში ამ დროისათვის ომის ყველაზე მაღალი საფრთხე არსებობს, განაცხადა ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ.
მისი თქმით, ეუთოს წევრი სახელმწიფოები დღეს განსაკუთრებულად ეჯახებიან „მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის გამოწვევების სახიფათო ნარევს“.
ეუთოს თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ გაჭიანურებული კონფლიქტები, სამხედრო კონფრონტაცია, რადიკალიზაცია, ტერორიზმი, რასაც თან ახლავს შეიარაღებაზე კონტროლის რეჟიმის ეროზია, COVID-19-ის პანდემიის შედეგები, ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მნიშვნელოვანი დარღვევები ზრდის გაურკვევლობას, იწვევს არაპროგნოზირებადობას, ფრაგმენტაციასა და საზოგადოებებში შიშებს.
„აშკარაა, რომ ომის რისკი ეუთოს რეგიონში დღეს ბევრად მაღალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა ბოლო 30 წლის განმავლობაში“, — აღნიშნა რაუმ.
მისი თქმით, ეუთო აუცილებლად უნდა კონცენტრირდეს აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრაზე, კერძოდ, უკრაინის აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის დარეგულირებაზე — მინსკის შეთანხმებების შესაბამისად.
როგორც ეუთოს თავმჯდომარე აცხადებს, რეგიონში შესაძლო სამხედრო ესკალაციასთან დაკავშირებული ვითარება „საერთაშორისო შეფასებასა და შესაბამის რეაქციას“ საჭიროებს.