https://sputnik-georgia.com/20220113/badri-japaridze-mistvis-sadeputato-uplebamosilebis-shecherebaze-263597479.html
შეფასდება პოლიტიკური დევნის მცდელობად: ჯაფარიძე სადეპუტატო მანდატის შეჩერებაზე
შეფასდება პოლიტიკური დევნის მცდელობად: ჯაფარიძე სადეპუტატო მანდატის შეჩერებაზე
Sputnik საქართველო
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამო „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ადგილი პარლამენტში ეჭვქვეშ დადგა. 13.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-13T19:21+0400
2022-01-13T19:21+0400
2022-01-13T21:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/18/250694615_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_bbb8a098fd2190ecbbf422839c3a9f3a.jpg
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ თუ პარლამენტი მას სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუჩერებს, იგი ამას შეაფასებს როგორც პოლიტიკური დევნის ახალი ტალღის დაწყებას.ოთხშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ (TBC Bank) დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო თაღლითობაში და თითოეულს 7 წლის ვადით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა ისინი, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე (2008 წელი), საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდნენ. თუმცა, გამამტყუნებელი განაჩენის გამო ჯაფარიძემ შეიძლება დეპუტატის მანდატი დაკარგოს – ასეთი გარემოება საქართველოს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.„თუ იქნება ამ მიმართულებით რაიმე მოძრაობა, ეს შეფასებული იქნება, როგორც მცდელობა პოლიტიკური დევნის ახალი ტალღის, მაგრამ ჯერჯერობით „ქართული ოცნების” მხრიდან ამ საკითხზე კატეგორიული განცხადება არ მომისმენია”, – განაცხადა ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თუ პარლამენტის წევრი დამნაშავედ არის აღიარებული განაჩენის ძალაში შესვლის საფუძველზე, მას შეიძლება სადეპუტატო უფლებამოსილება ჩამოართვან.პარლამენტის რეგლამენტით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტს განაჩენის ძალაში შესვლის შემდეგ 15 დღე ექნება იმისთვის, რომ მიმართოს ბიუროს ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ჩამორთმევის საკითხთან დაკავშირებით.საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით უნდა მიიღონ.მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში საკმაო ადგილს ფლობს იმისთვის, რომ ჯაფარიძეს უფლებამოსილება შეუჩეროს, აცხადებენ, რომ საკითხს განიხილავენ და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებენ.
https://sputnik-georgia.com/20220113/ganacenis-gamo-jafarizes-seizleba-deputatis-mandati-camoartvan-263572033.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/18/250694615_373:321:2078:1600_1920x0_80_0_0_2c8b51f0da6b4c493ae2c9c61290a963.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
შეფასდება პოლიტიკური დევნის მცდელობად: ჯაფარიძე სადეპუტატო მანდატის შეჩერებაზე
19:21 13.01.2022 (განახლებულია: 21:03 13.01.2022) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამო „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ადგილი პარლამენტში ეჭვქვეშ დადგა.
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ თუ პარლამენტი მას სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუჩერებს, იგი ამას შეაფასებს როგორც პოლიტიკური დევნის ახალი ტალღის დაწყებას.
ოთხშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ (TBC Bank) დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო თაღლითობაში და თითოეულს 7 წლის ვადით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა ისინი, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე (2008 წელი), საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდნენ. თუმცა, გამამტყუნებელი განაჩენის გამო ჯაფარიძემ შეიძლება დეპუტატის მანდატი დაკარგოს – ასეთი გარემოება საქართველოს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.
„თუ იქნება ამ მიმართულებით რაიმე მოძრაობა, ეს შეფასებული იქნება, როგორც მცდელობა პოლიტიკური დევნის ახალი ტალღის, მაგრამ ჯერჯერობით „ქართული ოცნების” მხრიდან ამ საკითხზე კატეგორიული განცხადება არ მომისმენია”, – განაცხადა ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თუ პარლამენტის წევრი დამნაშავედ არის აღიარებული განაჩენის ძალაში შესვლის საფუძველზე, მას შეიძლება სადეპუტატო უფლებამოსილება ჩამოართვან.
პარლამენტის რეგლამენტით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტს განაჩენის ძალაში შესვლის შემდეგ 15 დღე ექნება იმისთვის, რომ მიმართოს ბიუროს ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ჩამორთმევის საკითხთან დაკავშირებით.
საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით უნდა მიიღონ.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში საკმაო ადგილს ფლობს იმისთვის, რომ ჯაფარიძეს უფლებამოსილება შეუჩეროს, აცხადებენ, რომ საკითხს განიხილავენ და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებენ.