მსახიობ არიადნა შენგელაიას 85 წლის იუბილეს ულოცავენ

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიარიადნა შენგელაია
არიადნა შენგელაია - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2022
გამოწერა
ქართული და საბჭოთა კინოს ერთ-ერთი ულამაზესი მსახიობი არიადნა შენგელაია 13 იანვარს 85 წლის იუბილეს აღნიშნავს.
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი არიადნა შენგელაია დღეს 85 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ცნობილ მსახიობს დაბადების დღე გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსულმა დრამატულმა თეატრმა მიულოცა, რომლის სცენაზეც მსახიობი არაერთი წელი გამოდიოდა. არიადნა შენგელაიას იუბილე ასევე მიულოცა საქართველოს კულტურის პალატამ.
„მთელი გულით ვულოცავთ იუბილეს გრიბოედოვის თეატრის ვარსკვლავს, კინოს ლეგენდას, საქართველოს სახალხო არტისტს, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ლაურეატს, არიადნა შენგელაიას! ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბევრს სიხარულს და ბედნიერებას!“ – ნათქვამია თეატრის მისალოც წერილში.
„საქართველოს კულტურის პალატა ულოცავს ქალბატონ არიადნას იუბილეს. უსურვებს ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და შემოქმედებით სიხარულს“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მილოცვის ტექსტში.
არიადნა შენგელაია თბილისში უკვე მრავალი წელია ცხოვრობს, მაგრამ საჯაროდ გამოსვლა არ უყვარს. ის ძალზე იშვიათად ჩნდება კულტურულ ღონისძიებებზე.
ამასთან, განუმეორებელმა, დახვეწილმა და წარმოუდგენლად ლამაზმა მსახიობმა არიადნა შენგელაიამ დიდი ხნის წინ დაიპყრო კინოს სამყარო და დღემდე რჩება მის მშვენიერ ნაწილად.
არიადნა შენგელაია (ქორწინებამდე შპრინკი) 1937 წლის 13 იანვარს დაიბადა ტაშკენტში. მის შემოქმედებაში აღსანიშნავია კინოროლები: ტატიანა („ევგენი ონეგინი", 1958), ეჟენი გრანდე („ეჟენი გრანდე", 1960), მანოლი („ენგურის ნაპირებზე", 1961), მარია („თეთრი ქარავანი", 1964), ვერა შეინა („ძოწის სამაჯური", 1964), ლოტა („ჯვარცმული კუნძული", 1968), კაროლინა („ფერენც ლისტი", 1970), კაროლინა („მთვარის მოტაცება", 1971), მარგალიტა („შერეკილები", 1974) და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0