https://sputnik-georgia.com/20220112/tocinosini-gorgaze-mesamed-damarcxda-263561922.html
სუმო: ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოზე მესამედ დამარცხდა
სუმო: ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოზე მესამედ დამარცხდა
Sputnik საქართველო
ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშო უარყოფითი ბალანსით თუ დაამთავრა, უმაღლესი დივიზიონში ადგილს ვეღარ შეინარჩუნებს
2022-01-12T17:28+0400
2022-01-12T17:28+0400
2022-01-12T21:01+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
იაპონია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24753/35/247533560_0:0:1232:693_1920x0_80_0_0_fe65aacdb66e1346953bff0ff642d28d.jpg
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე იანვრის ბაშოზე 34 წლის ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი მეოთხე საჭიდაო დღეს დამარცხდა.ტოჩინოშინმა, რომელიც ჰაცუ ბაშოზე მე-15 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, ბრძოლა კაისეისთან გამართა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. ორთაბრძოლა დაახლოებით 25 წამს გაგრძელდა. შეჯახების შემდეგ სუმოისტებმა მავაშში ჩავლების აღება მოახერხეს, თუმცა საბოლოოდ კაისეიმ ტოჩინოშინის დოჰიოდან გადაყვანა მოახერხა.ლევან გორგაძესთვის ეს ზედიზედ მესამე მარცხია. ქართველმა სუმოისტმა იანვრის სუპერტურნირი გამარჯვებით დაიწყო, შემდეგ კი შეხვედრა სამჯერ დათმო. ქართველი სუმოისტის მეტოქე მეხუთე საჭიდაო დღეს მე-17 მაეგაშირა კოტოეკო იქნება.ტოჩინოშინი უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს>>აღსანიშნავია, რომ ლევან გორგაძის პროფესიულ კარიერაში იანვრის სუპერტურნირი რიგით 94-ე ბაშოა. ქართველმა სუმოისტმა გასულ წელს ექვსივე ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა, რამაც წოდებაში დააქვეითა.იანვრის ბაშოზე უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში კი ტოჩინოშინი მაკუუჩი (უმაღლესი) დივიზიონიდან გავარდნას ვეღარ გადაურჩება.
საქართველო
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24753/35/247533560_0:0:1172:879_1920x0_80_0_0_be23014dea4b010dcfd1ab80c921228f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გორგაძე ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშო სუმო მარცხი
გორგაძე ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშო სუმო მარცხი
სუმო: ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოზე მესამედ დამარცხდა
17:28 12.01.2022 (განახლებულია: 21:01 12.01.2022) სუმოს ელიტურ დივიზიონში პოზიციის შენარჩუნებისთვის ტოჩინოშინმა ტურნირი დადებითი ბალანსით უნდა დაასრულოს.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე იანვრის ბაშოზე 34 წლის ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი მეოთხე საჭიდაო დღეს დამარცხდა.
ტოჩინოშინმა, რომელიც ჰაცუ ბაშოზე მე-15 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, ბრძოლა კაისეისთან გამართა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. ორთაბრძოლა დაახლოებით 25 წამს გაგრძელდა. შეჯახების შემდეგ სუმოისტებმა მავაშში ჩავლების აღება მოახერხეს, თუმცა საბოლოოდ კაისეიმ ტოჩინოშინის დოჰიოდან გადაყვანა მოახერხა.
ლევან გორგაძესთვის ეს ზედიზედ მესამე მარცხია. ქართველმა სუმოისტმა იანვრის სუპერტურნირი გამარჯვებით დაიწყო, შემდეგ კი შეხვედრა სამჯერ დათმო. ქართველი სუმოისტის მეტოქე მეხუთე საჭიდაო დღეს მე-17 მაეგაშირა კოტოეკო იქნება.
აღსანიშნავია, რომ ლევან გორგაძის პროფესიულ კარიერაში იანვრის სუპერტურნირი რიგით 94-ე ბაშოა. ქართველმა სუმოისტმა გასულ წელს ექვსივე ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა, რამაც წოდებაში დააქვეითა.
იანვრის ბაშოზე უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების შემთხვევაში კი ტოჩინოშინი მაკუუჩი (უმაღლესი) დივიზიონიდან გავარდნას ვეღარ გადაურჩება.