https://sputnik-georgia.com/20220112/ruseti-natos-sabwos-sxdoma-briuselsi-dagegmilze-didxans-gagrzelda-263570125.html
რუსეთი–ნატოს საბჭოს სხდომა ბრიუსელში დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა
რუსეთი–ნატოს საბჭოს სხდომა ბრიუსელში დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა
რუსეთისა და ნატოს მოლაპარაკება ბრიუსელში ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა
2022-01-12T21:54+0400
2022-01-12T21:54+0400
2022-01-12T22:57+0400
საერთაშორისო პანორამა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0c/263565462_0:63:1600:963_1920x0_80_0_0_4021f528975f9f51b958e3c9b42899ed.jpg
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. დასრულდა რუსეთი–ნატოს საბჭოს სხდომა ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში. სხდომა ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა.ბრიუსელში რუსეთი–ნატოს საბჭოს სხდომაზე, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად გაიმართა, რუსეთის უწყებათშორის დელეგაციას წარმოადგენდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკო და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი, რომელიც ასევე მონაწილეობდა აშშ–რუსეთის მოლაპარაკებებში ჟენევაში. ნატოს მხრიდან – ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ალიანსის ოცდაათი მოკავშირე ქვეყნის წარმომადგენლები.რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა 9–10 იანვარს ჟენევაში კონსულტაციები გამართეს მოსკოვის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების გარანტიებზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა, რომელიც ჟენევაში რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ პროგრესი აშშ-თან მოლაპარაკებებზე ნატოს გაფართოების დაუშვებლობის საკითხზე არ ყოფილა მიღწეული. როგორც მან აღნიშნა, მოლაპარაკებები იყო რთული, ღრმა და კონკრეტული.2021 წლის მიწურულს რუსეთმა გამოაქვეყნა უსაფრთხოების გარანტიებზე აშშ-თან და ნატოსთან შეთანხმების პროექტები. მოსკოვი ითხოვს დასავლელი პარტნიორებისგან იურიდიულ გარანტიებს, რომ ნატო არ გააგრძელებს გაფართოებას აღმოსავლეთისკენ, უარს იტყვის უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე და პოსტსაბჭოურ ქვეყნებში სამხედრო ბაზების განთავსებაზე.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0c/263565462_118:0:1483:1024_1920x0_80_0_0_8274476d97beb0ad22b30231a7a99bd0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
რუსეთი-ნატო საბჭოს სხდომა ბრიუსელი
რუსეთი-ნატო საბჭოს სხდომა ბრიუსელი
რუსეთი–ნატოს საბჭოს სხდომა ბრიუსელში დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა
21:54 12.01.2022 (განახლებულია: 22:57 12.01.2022) რუსეთსა და ნატოს შორის მოლაპარაკებები ბრიუსელში ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. დასრულდა რუსეთი–ნატოს საბჭოს სხდომა ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში. სხდომა ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ბრიუსელში რუსეთი–ნატოს საბჭოს სხდომაზე, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად გაიმართა, რუსეთის უწყებათშორის დელეგაციას წარმოადგენდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკო და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი, რომელიც ასევე მონაწილეობდა აშშ–რუსეთის მოლაპარაკებებში ჟენევაში. ნატოს მხრიდან – ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ალიანსის ოცდაათი მოკავშირე ქვეყნის წარმომადგენლები.
რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა 9–10 იანვარს ჟენევაში კონსულტაციები გამართეს მოსკოვის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების გარანტიებზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა, რომელიც ჟენევაში რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ პროგრესი აშშ-თან მოლაპარაკებებზე ნატოს გაფართოების დაუშვებლობის საკითხზე არ ყოფილა მიღწეული. როგორც მან აღნიშნა, მოლაპარაკებები იყო რთული, ღრმა და კონკრეტული.
2021 წლის მიწურულს რუსეთმა გამოაქვეყნა უსაფრთხოების გარანტიებზე აშშ-თან და ნატოსთან შეთანხმების პროექტები. მოსკოვი ითხოვს დასავლელი პარტნიორებისგან იურიდიულ გარანტიებს, რომ ნატო არ გააგრძელებს გაფართოებას აღმოსავლეთისკენ, უარს იტყვის უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე და პოსტსაბჭოურ ქვეყნებში სამხედრო ბაზების განთავსებაზე.