Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

47 გარდაცვლილი: როგორია ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის პანდემია
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2022
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.596-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 973.909-ს მიაღწია.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 5.596 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 3.180 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარის რეგიონი, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
აჭარა – 638, იმერეთი – 563, შიდა ქართლი – 270, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 219, კახეთი – 184, ქვემო ქართლი – 173, გურია – 135, მცხეთა-მთიანეთი – 102, სამცხე-ჯავახეთი – 99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.946 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 919.367-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 47 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 14.311-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 40.205 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.418 პაციენტი.
ლაბორატორია. ტესტირება - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 12 იანვარი
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.958 ადამიანი, მათ შორის 1.261 – თბილისში, 466 – აჭარაში.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 83 ადამიანი, მათგან თბილისში — 80, აჭარაში — 3.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33.234 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.596-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 973.909-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0