ლიეტუვის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2022
გამოწერა
ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენმა შალვა პაპუაშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ლიეტუვის პარლამენტის თავმჯდომარემ ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენმა შალვა პაპუაშვილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
როგორც ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენის მისალოც წერილშია აღნიშნული, ლიეტუვა ზრუნავს, რომ საქართველო დარჩეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ქვეყანამ გააძლიეროს ინსტიტუტები და განახორციელოს დემოკრატიული რეფორმები.
ლიეტუვის პარლამენტის თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და კონსტრუქციული საპარლამენტო დიალოგი გაგრძელდება. ამ მიზნით მან შალვა პაპუაშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.
შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ 2021 წლის 29 დეკემბერს აირჩიეს, მან აღნიშნულ თანამდებობაზე კახა კუჭავა ჩაანაცვლა.
ყველა ახალი ამბავი
0