https://sputnik-georgia.com/20220112/kulturis-saministro-merab-merabisvilis-gardacvalebis-gamo-mwuxarebas-gamotqvams-263548115.html
კულტურის სამინისტრო მერაბ მერაბიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
კულტურის სამინისტრო მერაბ მერაბიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
Sputnik საქართველო
მრავალი ცნობილი ქანდაკების ავტორი მერაბიშვილი 90 წლისა 11 იანვარს გარდაიცვალა.
2022-01-12T11:33+0400
2022-01-12T11:33+0400
2022-01-12T15:36+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23634/81/236348131_0:265:2701:1784_1920x0_80_0_0_e64e4742f247cf01209eb89205c246b7.jpg
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გამოჩენილი ქართველი მოქანდაკის მერაბ მერაბიშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.მერაბიშვილი 11 იანვარს გარდაიცვალა 90 წლის ასაკში.სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს.მერაბ მერაბიშვილი საქართველოს მხატვართა კავშირის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრი იყო. შემოქმედებითი საქმიანობის პარალელურად ის აქტიურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას და სხვადასხვა წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, ხატვის კათედრის გამგე, აკადემიის მთავარი მრჩეველი იყო.მერაბ მერაბიშვილის ცნობილი ნამუშევრებია: ალექსანდრე გრიბოედოვის ძეგლი თბილისში, გენერალ პეტრე ბაგრატიონის ცხენოსანი ძეგლი თბილისში, ერეკლე II-ის ცხენოსანი ძეგლი თელავში, შოთა რუსთაველის ძეგლი ბუდაპეშტში, პოეტ ილო მოსაშვილის ძეგლი თბილისში და სხვ. მოქანდაკის ცნობილ კომპოზიციებს შორისაა: ,,სევდა“ და ,,პრომეთეოსი“. არის ავტორი არაერთი ცნობილი საზოგადო მოღვაწის პორტრეტისა.მერაბ მერაბიშვილს 2002 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება, ამასთან, სხვადასხვა წლებში გახდა დიმიტროვის ოქროს მედლისა და რუსეთის სამხატვრო აკადემიის ოქროს მედლის მფლობელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23634/81/236348131_0:11:2701:2037_1920x0_80_0_0_0a9c14df358830a36155bf093baffe4a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მოქანდაკე მერაბიშვილი კულტურა
მოქანდაკე მერაბიშვილი კულტურა
კულტურის სამინისტრო მერაბ მერაბიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
11:33 12.01.2022 (განახლებულია: 15:36 12.01.2022) მერაბ მერაბიშვილი სხვადასხვა წლებში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, იგი თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი და ხატვის კათედრის გამგე იყო.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გამოჩენილი ქართველი მოქანდაკის მერაბ მერაბიშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
მერაბიშვილი 11 იანვარს გარდაიცვალა 90 წლის ასაკში.
სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს.
მერაბ მერაბიშვილი საქართველოს მხატვართა კავშირის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრი იყო.
შემოქმედებითი საქმიანობის პარალელურად ის აქტიურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას და სხვადასხვა წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, ხატვის კათედრის გამგე, აკადემიის მთავარი მრჩეველი იყო.
მერაბ მერაბიშვილის ცნობილი ნამუშევრებია: ალექსანდრე გრიბოედოვის ძეგლი თბილისში, გენერალ პეტრე ბაგრატიონის ცხენოსანი ძეგლი თბილისში, ერეკლე II-ის ცხენოსანი ძეგლი თელავში, შოთა რუსთაველის ძეგლი ბუდაპეშტში, პოეტ ილო მოსაშვილის ძეგლი თბილისში და სხვ.
მოქანდაკის ცნობილ კომპოზიციებს შორისაა: ,,სევდა“ და ,,პრომეთეოსი“. არის ავტორი არაერთი ცნობილი საზოგადო მოღვაწის პორტრეტისა.
მერაბ მერაბიშვილს 2002 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება, ამასთან, სხვადასხვა წლებში გახდა დიმიტროვის ოქროს მედლისა და რუსეთის სამხატვრო აკადემიის ოქროს მედლის მფლობელი.