მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დუბაი მთელი მსოფლიოდან იწვევს ნიჭიერ ფრილანსერებს 3 წლით: შეავსეთ განაცხადი

© photo: Sputnik / Vladimir Viatkin / გადასვლა მედიაბანკშიდუბაი
დუბაი - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2022
გამოწერა
თბილისი, 12 იანვარი − Sputnik. დუბაის ხელისუფლება ახალი სამწლიანი სარეზიდენტო ვიზა Talent Pass-ის გაცემას იწყებს ნიჭიერ უცხოელ ფრილანსერებზე, ნათქვამია საიტზე Khaleejtimes.com.
გავრცელებული ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სპეციალური ვიზის მიღება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ფრილანსერს შეუძლია.
საამიროების ხელისუფლება ამ გზით აპირებს მიიზიდოს ქვეყანაში სპეციალური უნარების მქონე კრეატიული კადრები ეკონომიკის, მასმედიის, განათლების, ტექნოლოგიების, ხელოვნების, მარკეტინგისა და კონსალტინგის სფეროებში.
ახალი დოკუმენტი Talent Pass-ი მფლობელს ქვეყანაში სამწლიანი ბინადრობისა და დუბაის აეროპორტის თავისუფალ ზონაში (DAFZ) საოფისე ფართის იჯარის უფლებას ანიჭებს.
გარდა ამისა, ვიზის მფლობელს წვდომა ექნება თავისუფალი ზონის განვითარებულ ეკონომიკურ სისტემაზე, სადაც უკვე ფუნქციონირებს 1800-ზე მეტი კომპანია. აქედან 30% − ტრანსნაციონალური კომპანიებია.
Talent Pass-ის მფლობელების კიდევ ერთი უპირატესობა − თავისუფალი ზონის ციფრულ პლატფორმაზე წვდომაა, რომელიც მათ კლიენტებთან დაკავშირებისა და კონტრაქტების გაფორმების შესაძლებლობას მისცემს.
განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ ფოსტაზე culturalvisa@dubaiculture.ae. განაცხადს თან უნდა დაერთოს დიპლომი განათლების შესახებ, ჯილდოები და სიგელები (არსებობის შემთხვევაში), რეზიუმე, პასპორტისა და პირადობის მოწმობის ასლები, ბიოგრაფია და საკონტაქტო მონაცემები.
წყარო: Khaleejtimes.com
ყველა ახალი ამბავი
0