https://sputnik-georgia.com/20220112/batumsi-saxlis-camongreva-sasamartlom-saqmis-ganxilva-daiwyo-263569014.html
ბათუმში სახლის ჩამონგრევა: სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო
ბათუმში სახლის ჩამონგრევა: სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო
Sputnik საქართველო
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სახლის ნგრევა პირველ სართულზე მზიდი კედლების დემონტაჟმა გამოიწვია
2022-01-12T20:39+0400
2022-01-12T20:39+0400
2023-08-17T18:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260388478_0:128:3075:1857_1920x0_80_0_0_6d93cf782c71dca20845f10456fa9d0f.jpg
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლოში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის საქმეზე, რამაც ცხრა ადამიანის, მათ შორის, სამი არასრულწლოვანის დაღუპვა გამოიწვია, წინასწარი მოსმენა გაიმართა.სამი ბრალდებული – ბინის მფლობელი და ორი მუშა დანაშაულს არ აღიარებენ. მათ ბრალი წაუყენეს „სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების გარდაცვალება და მძიმე შედეგი გამოიწვია“.მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა სასამართლო გარჩევის პერიოდში ეჭვმიტანილთა გათავისუფლების შესახებ. ყველა მათგანი განაჩენს საპატიმროში დაელოდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ბრალდებული მუშების ახლობლებმა სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს და საქმის ობიექტური გამოძიება მოითხოვეს. მათ განაცხადეს, რომ ექსპერტიზის შედეგები ბრალდებულების უდანაშაულობას ამტკიცებს და პასუხისმგებლობა სრულად ბინის მფლობელს ეკისრება.ბრალდებულების ნათესავები ითხოვენ იმ ფაქტის გათვალისწინებას, რომ ადრე ხუთსართულიან შენობას ორი სართული დააშენეს, ასევე დაამონტაჟეს ლიფტი, რასაც, მათი თქმით, შეეძლო ნგრევის პროვოცირება.პროკურორი ალექსანდრე ძირკვაძე საპირისპიროს ამტკიცებს.„ექსპერტიზის დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ნგრევის მიზეზი გახდა საყრდენი კონსტრუქციების დემონტაჟი პირველ სართულზე, რაც გააკეთეს ბრალდებულებმა და რისი გაკეთებაც არ შეიძლებოდა“, – განაცხადა ალექსანდრე ძირკვაძემ.საქმის არსებითი განხილვა 26 იანვარს დაიწყება. გამოძიების ფარგლებში დაიკითხა 100-ზე მეტი ადამიანი, ჩატარდა ათობით ექსპერტიზა, გამოითხოვეს ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებიდან და კერძო ორგანიზაციებიდან.„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ – ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა ახალ პროექტს იწყებენ >>გამოძიების მონაცემებით, 4 ოქტომბერს მუშები უსაფრთხოების წესების დარღვევით, სათანადო საინჟინრო ცოდნისა და სახელმწიფო სტრუქტურების ნებართვის გარეშე შეუდგნენ კედლების ნგრევას. ტრაგედია 8 ოქტომბერს მოხდა. დღისით, როდესაც სახლის მცხოვრებთა უმეტესობა სამსახურში ან სასწავლებელში იმყოფებოდა, მრავალბინიანი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა.სახლი 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერში მდებარეობს.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260388478_154:0:2885:2048_1920x0_80_0_0_72f011dd8ab055a4edd3c18aa05b860b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბათუმი სახლი ჩამონგრევა სასამართლო საქმე განხილვა
ბათუმი სახლი ჩამონგრევა სასამართლო საქმე განხილვა
ბათუმში სახლის ჩამონგრევა: სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო
20:39 12.01.2022 (განახლებულია: 18:41 17.08.2023) ექსპერტიზამ დაადგინა, რომ სახლის ნგრევა პირველ სართულზე მზიდი კედლების დემონტაჟმა გამოიწვია.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლოში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის საქმეზე, რამაც ცხრა ადამიანის, მათ შორის, სამი არასრულწლოვანის დაღუპვა გამოიწვია, წინასწარი მოსმენა გაიმართა.
სამი ბრალდებული – ბინის მფლობელი და ორი მუშა დანაშაულს არ აღიარებენ. მათ ბრალი წაუყენეს „სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების გარდაცვალება და მძიმე შედეგი გამოიწვია“.
„მზიდ კედლებს არ შევხებივართ, ის გავაკეთე, რაც მითხრეს“, – აღნიშნა ერთ-ერთმა მუშამ გიორგი სურმანიძემ.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა სასამართლო გარჩევის პერიოდში ეჭვმიტანილთა გათავისუფლების შესახებ. ყველა მათგანი განაჩენს საპატიმროში დაელოდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სხდომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ბრალდებული მუშების ახლობლებმა სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს და საქმის ობიექტური გამოძიება მოითხოვეს. მათ განაცხადეს, რომ ექსპერტიზის შედეგები ბრალდებულების უდანაშაულობას ამტკიცებს და პასუხისმგებლობა სრულად ბინის მფლობელს ეკისრება.
ბრალდებულების ნათესავები ითხოვენ იმ ფაქტის გათვალისწინებას, რომ ადრე ხუთსართულიან შენობას ორი სართული დააშენეს, ასევე დაამონტაჟეს ლიფტი, რასაც, მათი თქმით, შეეძლო ნგრევის პროვოცირება.
პროკურორი ალექსანდრე ძირკვაძე საპირისპიროს ამტკიცებს.
„ექსპერტიზის დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ნგრევის მიზეზი გახდა საყრდენი კონსტრუქციების დემონტაჟი პირველ სართულზე, რაც გააკეთეს ბრალდებულებმა და რისი გაკეთებაც არ შეიძლებოდა“, – განაცხადა ალექსანდრე ძირკვაძემ.
საქმის არსებითი განხილვა 26 იანვარს დაიწყება. გამოძიების ფარგლებში დაიკითხა 100-ზე მეტი ადამიანი, ჩატარდა ათობით ექსპერტიზა, გამოითხოვეს ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებიდან და კერძო ორგანიზაციებიდან.
გამოძიების მონაცემებით, 4 ოქტომბერს მუშები უსაფრთხოების წესების დარღვევით, სათანადო საინჟინრო ცოდნისა და სახელმწიფო სტრუქტურების ნებართვის გარეშე შეუდგნენ კედლების ნგრევას. ტრაგედია 8 ოქტომბერს მოხდა. დღისით, როდესაც სახლის მცხოვრებთა უმეტესობა სამსახურში ან სასწავლებელში იმყოფებოდა, მრავალბინიანი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა.
სახლი 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერში მდებარეობს.