https://sputnik-georgia.com/20220112/bankirebis-saqme-opoziciis-reaqcia-sasamartlos-gadawyvetilebaze-263567330.html
ბანკირების საქმე: ოპოზიციის რეაქცია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
ბანკირების საქმე: ოპოზიციის რეაქცია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
Sputnik საქართველო
ბანკირები არ დააპატიმრეს, თუმცა თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს
2022-01-12T19:48+0400
2022-01-12T19:48+0400
2022-01-12T22:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/19/251267657_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_b7340254fafcd966cb49dcd4975afff2.jpg
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასეს.17 მილიონი დოლარის გათეთრების საქმეზე მოსამართლე გიორგი არევაძის განაჩენის თანახმად, ხაზარაძეს, ჯაფარიძესა და წერეთელს პატიმრობა არ შეუფარდეს.სასამართლომ გადააკვალიფიცირა ბრალდება: ხაზარაძე და ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობაში (სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), ხოლო წერეთელი – თანამონაწილეობაში. სამივეს 7–7 წლით პატიმრობა შეეფარდა. თუმცა ისინი, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდნენ. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს.„ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ბოლომდე ბრუტალობაზე არ წასულიყო, რადგან საერთაშორისო თვალსაზრისით, ისევე, როგორც შიგნით, კიდევ უფრო პოლარიზაციას გამოიწვევდა. თვითონ ეს საქმე პროკურატურის მხრიდან სამართლებრივი თაღლითობა იყო“, – განაცხადა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ.საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერის, პოლიტიკოს დავით ბაქრაძის სიტყვებით, სისტემა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.„ერთი მხრივ, საქმე იყო იმდენად აბსურდული და თითიდან გამოწოვილი, რომ ამ ადამიანებს ამ სასამართლომაც კი ვერ მიუსაჯა პატიმრობა, მეორე მხრივ, პროკურატურამ ბოლომდე უკან არ დაიხია და შეეცადა რაღაც ფორმით დაედანაშაულებინა ეს ხალხი. ეს აჩვენებს სისტემურ კრახს, იმას, რომ ეს საქმე იყო თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებული“, – განაცხადა ბაქრაძემ.ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ ბანკის დამფუძნებლებმა სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არ უნდა გაასაჩივრონ.„ჩემი აზრით, 100 პროცენტით ვერასდროს დავადგენთ, რა დგას ამ გადაწყვეტილების უკან, მაგრამ მოვისმინე კომენტარები ადვოკატების და განსასჯელების, ვინც ამ საქმეზე იყვნენ ბრალდებულები, რომ აპირებენ გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება და მინდოდა მეთქვა, რომ ამას არ ვეთანხმები. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება დაცვის მხარემ არ უნდა გაასაჩივროს და მისცეს საშუალება ამ საქმეს, რომ დამთავრდეს“, – აღნიშნა ხვიჩიამ.საქმის დეტალებისაქმის მასალების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში, ავთანდილ წერეთლის მიერ დაფუძნებულმა შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან" სესხის სახით მიიღეს 16.664.000 აშშ დოლარი.იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე, მიუხედავად იმისა, რომ სესხი თითქოსდა ბიზნესის ბრუნვისთვის იყო მოთხოვნილი.2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა" სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე.მილიონების დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან.კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს“ კრედიტი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/19/251267657_163:133:1125:854_1920x0_80_0_0_aef5346f4af78d870709194c8813f9d8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მამუკა ხაზარაძე განაჩენი ოპოზიცია რეაქცია
მამუკა ხაზარაძე განაჩენი ოპოზიცია რეაქცია
ბანკირების საქმე: ოპოზიციის რეაქცია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
19:48 12.01.2022 (განახლებულია: 22:33 12.01.2022) ბანკირები არ დააპატიმრეს, თუმცა თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასეს.
17 მილიონი დოლარის გათეთრების საქმეზე მოსამართლე გიორგი არევაძის განაჩენის თანახმად, ხაზარაძეს, ჯაფარიძესა და წერეთელს პატიმრობა არ შეუფარდეს.
სასამართლომ გადააკვალიფიცირა ბრალდება: ხაზარაძე და ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობაში (სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), ხოლო წერეთელი – თანამონაწილეობაში. სამივეს 7–7 წლით პატიმრობა შეეფარდა. თუმცა ისინი, საქმის ხანდაზმულობიდან გამომდინარე, საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდნენ. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს.
„ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილმა ვერ გაბედა, პოლიტიკურ პატიმართა რიგებს ახალი პოლიტიკური პატიმრები შემატებოდა, რადგან მისი სტანდარტითაც კი ეს მეტისმეტი იქნებოდა“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.
„ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ბოლომდე ბრუტალობაზე არ წასულიყო, რადგან საერთაშორისო თვალსაზრისით, ისევე, როგორც შიგნით, კიდევ უფრო პოლარიზაციას გამოიწვევდა. თვითონ ეს საქმე პროკურატურის მხრიდან სამართლებრივი თაღლითობა იყო“, – განაცხადა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ.
საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერის, პოლიტიკოს დავით ბაქრაძის სიტყვებით, სისტემა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
„ერთი მხრივ, საქმე იყო იმდენად აბსურდული და თითიდან გამოწოვილი, რომ ამ ადამიანებს ამ სასამართლომაც კი ვერ მიუსაჯა პატიმრობა, მეორე მხრივ, პროკურატურამ ბოლომდე უკან არ დაიხია და შეეცადა რაღაც ფორმით დაედანაშაულებინა ეს ხალხი. ეს აჩვენებს სისტემურ კრახს, იმას, რომ ეს საქმე იყო თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებული“, – განაცხადა ბაქრაძემ.
ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ ბანკის დამფუძნებლებმა სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არ უნდა გაასაჩივრონ.
„ჩემი აზრით, 100 პროცენტით ვერასდროს დავადგენთ, რა დგას ამ გადაწყვეტილების უკან, მაგრამ მოვისმინე კომენტარები ადვოკატების და განსასჯელების, ვინც ამ საქმეზე იყვნენ ბრალდებულები, რომ აპირებენ გაასაჩივრონ ეს გადაწყვეტილება და მინდოდა მეთქვა, რომ ამას არ ვეთანხმები. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება დაცვის მხარემ არ უნდა გაასაჩივროს და მისცეს საშუალება ამ საქმეს, რომ დამთავრდეს“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
საქმის მასალების თანახმად, 2008 წლის აპრილსა და მაისში, ავთანდილ წერეთლის მიერ დაფუძნებულმა შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით, „თიბისი ბანკისგან" სესხის სახით მიიღეს 16.664.000 აშშ დოლარი.
იმავე დღეს აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე, მიუხედავად იმისა, რომ სესხი თითქოსდა ბიზნესის ბრუნვისთვის იყო მოთხოვნილი.
2008 წლის ოქტომბერ-ნოემბერში კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს" სესხის გადახდის ვადა გაეზარდათ ერთი წლით ისე, რომ სესხის დაფარვაც კი არ იყო დაწყებული. ხოლო 2008 წლის 31 დეკემბერს სესხის გადახდის ვალდებულების დადგომამდე, „თიბისი ბანკმა" სესხს მიანიჭა უიმედო კრედიტის კლასიფიკაცია, შემდეგ კი უსაფუძვლოდ ჩამოწერა იგი და გადაიტანა შიდა ბალანსზე.
მილიონების დაბრუნება საკუთარ თავზე აიღო კომპანიამ, რომელიც ერთი თვით ადრე დარეგისტრირდა ოფშორულ ზონაში და რომელსაც არანაირი ფინანსური აქტივი არ გააჩნდა საქართველოში. ამ კომპანიამ მიიღო უფლება, მოეთხოვა ფული ხაზარაძისა და ჯაფარიძისგან.
კომპანიებს „სამგორი M"-სა და „სამგორი თრეიდს“ კრედიტი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.