https://sputnik-georgia.com/20220112/antonov-amerikel-maralcinosnebs-sayvedurobs-263546934.html
აშშ-ში რუსეთის ელჩი ამერიკელ მაღალჩინოსნებს საყვედურობს
აშშ-ში რუსეთის ელჩი ამერიკელ მაღალჩინოსნებს საყვედურობს
Sputnik საქართველო
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ამერიკელი ჩინოვნიკების განცხადებები მოსკოვთან მოლაპარაკებების ტორპედირებას ახდენს, განაცხადა შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩმა... 12.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-12T10:27+0400
2022-01-12T10:27+0400
2023-07-20T15:53+0400
პოლიტიკა
რუსეთი
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1d/249845329_0:53:3164:1833_1920x0_80_0_0_940df3a17dd77cb2414f753a6cc8bcfa.jpg
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ამერიკელი ჩინოვნიკების განცხადებები მოსკოვთან მოლაპარაკებების ტორპედირებას ახდენს, განაცხადა შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა.„კატეგორიულად უარვყოფთ ამერიკელი მაღალჩინისნების პროვოკაციულ განცხადებებს, რომლებიც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების პროცესის ტორპედირებისკენ არის მიმართული“, − ნათქვამია დიპლომატიური მისიის Facebook-გვერდზე.ანტონოვმა სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდს, რომელმაც მოსკოვს დააკისრა პასუხისმგებლობა უკრაინის გარშემო დაძაბულობაზე, ურჩია, რომ ფრაზეოლოგიაში აკურატულობა გამოიჩინოს მოლაპარაკებების დროს.ამასთან ანტონოვი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთმა მკაფიოდ და ნათლად მონიშნა თავისი პრიორიტეტები.„ველოდებით არა დემაგოგიურ განცხადებებს, არამედ წერილობით პასუხებს რუსეთის კონკრეტულ წინადადებებზე. ჩვენ დაძაბულობის განმუხტვის, ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობისთვის ნორმალური ატმოსფეროს შექმნის მომხრე ვართ“, − აღნიშნა ანტონოვმა.მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი თანამშრომლების ბრალდების ფორმის რიტორიკა ხელს არ უწყობს მოლაპარაკებებზე კონსტრუქციული ატმოსფეროს შექმნას.„დროა უარი ითქვას საგარეო პოლიტიკური ექსპანსიის აგრესიულ რიტორიკაზე და დავფიქრდეთ იმაზე, როგორ იცხოვრებენ მომავალი თაობები ერთად. საამისოდ სულ მცირედია გასაკეთებელია − მეზობლის პატივისცემა, მუქარაზე უარის თქმა და რუსეთის საზღვრებიდან სამხედრო პოტენციალის გაწევა“, − ნათქვამია ელჩის განცხადებაში.გარდა ამისა, ანტონოვი აღნიშნავს, რომ რუსეთის საზღვრებთან მიახლოებით ნატო დომინირებას ცდილობს.„ჩვენ უკან დასახევი არსად გვაქვს. ნატო რუსეთის საზღვრებს უახლოვდება. ცდილობს დომინირებას არა მარტო ხმელეთზე, არამედ ზღვაზეც და ჰაერშიც. ჩვენ არ დავუშვებთ მოვლენების იმგვარად განვითარებას, რომ რუსეთის ფედერაციის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ძირი გამოეთხაროს“.ბოლო თვეებში დასავლელი პოლიტიკოსები ამტკიცებენ, რომ რუსეთი ჯარების კონცენტრაციას ახდენს უკრაინის საზღვართან. როგორც კრემლის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რუსეთის შეიარაღებული ძალები სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადაადგილდებიან, რაც არავის ემუქრება და არც არავის არ უნდა აღელვებდეს. მოსკოვში აცხადებდნენ, რომ განცხადებები „რუსული აგრესიის“ შესახებ სასაზღვრო რეგიონებში ნატოს კონტინგენტის გაზრდის საბაბად გამოიყენება.მოსკოვმა და ვაშინგტონმა 9-10 იანვარს ჟენევაში კონსულტაციები გამართეს მოსკოვის მიერ წამოყენებული უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე. ამის შემდეგ ბრიუსელში რუსეთი–ნატოს საბჭოს სხდომა, ხოლო ვენაში კონსულტაციები გაიმართება ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის პლატფორმაზე.
https://sputnik-georgia.com/20220110/vasingtonis-pirobebi-moskovistvis-miurebelia-263486451.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1d/249845329_216:0:2947:2048_1920x0_80_0_0_3f007d69fbdd4d9699a2b09d93b2444a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, რუსეთი, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ამერიკელი ჩინოვნიკების განცხადებები მოსკოვთან მოლაპარაკებების ტორპედირებას ახდენს, განაცხადა შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა.
„კატეგორიულად უარვყოფთ ამერიკელი მაღალჩინისნების პროვოკაციულ განცხადებებს, რომლებიც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების პროცესის ტორპედირებისკენ არის მიმართული“, − ნათქვამია დიპლომატიური მისიის
Facebook-გვერდზე.
ანტონოვმა სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდს, რომელმაც მოსკოვს დააკისრა პასუხისმგებლობა უკრაინის გარშემო დაძაბულობაზე, ურჩია, რომ ფრაზეოლოგიაში აკურატულობა გამოიჩინოს მოლაპარაკებების დროს.
„ჩვენ განწყობილი ვართ რუსული დოკუმენტების სუბსტანციური განხილვისთვის, რომელთა მიღებაც უმოკლეს დროშია აუცილებელი ევროპაში ვითარების დასასტაბილურებლად. <...> ჩვენ გვჭირდება ამერიკული მხარის კონკრეტული ქმედებები და არა დეზინფორმაცია და ყველა ცოდვაში დადანაშაულება. დროა შეწყდეს ფაშისტი ჩხუბისთავების წაქეზების პოლიტიკა, რომლებიც კიევში მარშებს აწყობენ. ისტორია შეცდომებს არ პატიობს“, − აცხადებს ელჩი.
ამასთან ანტონოვი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთმა მკაფიოდ და ნათლად მონიშნა თავისი პრიორიტეტები.
„ველოდებით არა დემაგოგიურ განცხადებებს, არამედ წერილობით პასუხებს რუსეთის კონკრეტულ წინადადებებზე. ჩვენ დაძაბულობის განმუხტვის, ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობისთვის ნორმალური ატმოსფეროს შექმნის მომხრე ვართ“, − აღნიშნა ანტონოვმა.
მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი თანამშრომლების ბრალდების ფორმის რიტორიკა ხელს არ უწყობს მოლაპარაკებებზე კონსტრუქციული ატმოსფეროს შექმნას.
„დროა უარი ითქვას საგარეო პოლიტიკური ექსპანსიის აგრესიულ რიტორიკაზე და დავფიქრდეთ იმაზე, როგორ იცხოვრებენ მომავალი თაობები ერთად. საამისოდ სულ მცირედია გასაკეთებელია − მეზობლის პატივისცემა, მუქარაზე უარის თქმა და რუსეთის საზღვრებიდან სამხედრო პოტენციალის გაწევა“, − ნათქვამია ელჩის განცხადებაში.
გარდა ამისა, ანტონოვი აღნიშნავს, რომ რუსეთის საზღვრებთან მიახლოებით ნატო დომინირებას ცდილობს.
„ჩვენ უკან დასახევი არსად გვაქვს. ნატო რუსეთის საზღვრებს უახლოვდება. ცდილობს დომინირებას არა მარტო ხმელეთზე, არამედ ზღვაზეც და ჰაერშიც. ჩვენ არ დავუშვებთ მოვლენების იმგვარად განვითარებას, რომ რუსეთის ფედერაციის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ძირი გამოეთხაროს“.
ბოლო თვეებში დასავლელი პოლიტიკოსები ამტკიცებენ, რომ რუსეთი ჯარების კონცენტრაციას ახდენს უკრაინის საზღვართან. როგორც კრემლის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რუსეთის შეიარაღებული ძალები სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადაადგილდებიან, რაც არავის ემუქრება და არც არავის არ უნდა აღელვებდეს. მოსკოვში აცხადებდნენ, რომ განცხადებები „რუსული აგრესიის“ შესახებ სასაზღვრო რეგიონებში ნატოს კონტინგენტის გაზრდის საბაბად გამოიყენება.
მოსკოვმა და ვაშინგტონმა 9-10 იანვარს ჟენევაში კონსულტაციები გამართეს მოსკოვის მიერ წამოყენებული უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე. ამის შემდეგ ბრიუსელში რუსეთი–ნატოს საბჭოს სხდომა, ხოლო ვენაში კონსულტაციები გაიმართება ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის პლატფორმაზე.