https://sputnik-georgia.com/20220112/-----ozurgetis-meris-tanashemwe-giraos-sanacvlod-gatavisuplda-263564563.html
ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ჩინოვნიკი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება
ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ჩინოვნიკი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. 12.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-12T18:40+0400
2022-01-12T18:40+0400
2022-01-12T21:48+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/01/240480135_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_2848187267c6686e4ac56c11b2efa72a.jpg
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე არჩილ ყაზაიშვილი, რომელიც ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება. ინფორმაცია „Sputnik-საქართველოს“ მერიის პრეს-სამსახურში დაუდასტურეს. სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ყაზაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა – იგი საბოლოო განაჩენს საპატიმროს გარეთ დაელოდება.ბრალდებულის ადვოკატის მერაბ ფუტკარაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარზე საჯარო კომენტარს არ აკეთებს და აღნიშნულ საქმეზე კომენტარის გაკეთება მასაც აუკრძალა.თავის მხრივ, ყაზაიშვილის მეუღლემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას და მეუღლეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა და ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, პოლიცია შემთხვევით გამვლელმა გამოიძახა.არჩილ ყაზაიშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით ორი დღის წინ დააკავეს. იგი ოზურგეთის მერის თანაშემწის თანამდებობაზე 2021 წლის 10 დეკემბერს დაინიშნა.თავის მხრივ, ადგილობრივი მედია წერს, რომ ყაზაიშვილი ოჯახში სისტემატურად ძალადობდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/01/240480135_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_85a553628e2b0e26b16cf793529ac8ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, კრიმინალი საქართველოში
ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ჩინოვნიკი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება
18:40 12.01.2022 (განახლებულია: 21:48 12.01.2022) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე არჩილ ყაზაიშვილი, რომელიც ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება. ინფორმაცია „Sputnik-საქართველოს“ მერიის პრეს-სამსახურში დაუდასტურეს.
სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ ყაზაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა – იგი საბოლოო განაჩენს საპატიმროს გარეთ დაელოდება.
ბრალდებულის ადვოკატის მერაბ ფუტკარაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდარზე საჯარო კომენტარს არ აკეთებს და აღნიშნულ საქმეზე კომენტარის გაკეთება მასაც აუკრძალა.
თავის მხრივ, ყაზაიშვილის მეუღლემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას და მეუღლეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა და ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მისი თქმით, პოლიცია შემთხვევით გამვლელმა გამოიძახა.
არჩილ ყაზაიშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით ორი დღის წინ დააკავეს. იგი ოზურგეთის მერის თანაშემწის თანამდებობაზე 2021 წლის 10 დეკემბერს დაინიშნა.
თავის მხრივ, ადგილობრივი მედია წერს, რომ ყაზაიშვილი ოჯახში სისტემატურად ძალადობდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.