საქართველოს პრეზიდენტი დევიდ სასოლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2022
გამოწერა
დიდ პოლიტიკაში დევიდ სასოლი 2009 წელს მოვიდა, როდესაც ის ევროპარლამენტის დეპუტატად აირჩიეს. ევროპარლამენტის თავმჯდომარის პოსტი მას 2019 წლიდან ეკავა.
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მწუხარებას გამოთქვამს ევროპარლამენტის პრეზიდენტის დავიდ სასოლის გარდაცვალების გამო.
65 წლის სასოლი იტალიის ქალაქ ავიანოს საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც იგი 26 დეკემბერს იმუნური სისტემის მძიმე დისფუნქციის გამო მოათავსეს.

„ძალიან დამწუხრებული ვარ დავიდ სასოლის გარდაცვალების გამო. საქართველოს სახელით მის ოჯახს ვუსამძიმრებ. დავიდ სასოლი ევროპელი ლიდერი იყო, რომელმაც ხელი შეუწყო ევროპის გზის ჩამოყალიბებას მის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

იტალიელი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, დემოკრატიული პარტიის წევრი დევიდ სასოლი ევროპარლამენტის დეპუტატად 2009 წელს აირჩიეს. 2014-2019 წლებში სასოლი ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2019 წლის ივლისში კი იგი ევროპარლამენტის პრეზიდენტად აირჩიეს.
წყარო - პრეზიდენტის Twitter-აკაუნტი
ყველა ახალი ამბავი
0