Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

სამთო-სათხილამურო ტურიზმი პანდემიის დროს: დამსვენებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

© photo: Sputnikბაკურიანი
ბაკურიანი - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2022
გამოწერა
კორონავირუსით ინფიცირება ძალიან მაღალია სამთო-სათხილამურო კურორტებზე.
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. საქართველოს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს დამსვენებლებს, სამთო-სათხილამურო კურორტებზე მაქსიმალურად დაიცვან კოვიდ-რეგულაციები, განაცხადა სამშაბათს ოპერაციული შტაბის საბჭოს ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ.

„მნიშვნელოვანია, სამთო კურორტებზე ვინც არის დასასვენებლად ჩასული, მაქსიმალურად დაიცვან ის წესები და რეგულაციები, რაც არსებობს ქვეყანაში, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს პირბადის ტარებაზე“, – განაცხადა ღიბრაძემ.

მისი თქმით, ტენდენცია აჩვენებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების დონე განსაკუთრებით მაღალია სამთო-სათხილამურო კურორტებზე.
ღიბრაძის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე საბჭოს რაიმე დამატებითი შეზღუდვები არ მიუღია.
საქართველო კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის. სპეციალისტები ახალი შტამი „ომიკრონის“ პიკურ გავრცელებას იანვრის ბოლოს ელოდებიან. ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალური დატვირთვისთვის და პაციენტების დიდი ნაკადისთვის ემზადება. დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 30-40 ადამიანს უტოლდება, ხოლო პანდემიის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 15 ათასს უახლოვდება.
ყველა ახალი ამბავი
0