https://sputnik-georgia.com/20220111/ra-semtxvevasi-dawesdeba-sezrudvebi-ribraze-263523550.html
რა შემთხვევაში დაწესდება შეზღუდვები: ღიბრაძის განმარტება
რა შემთხვევაში დაწესდება შეზღუდვები: ღიბრაძის განმარტება
Sputnik საქართველო
რა შემთხვევაში შეიძლება დააწესოს სახელმწიფომ შეზღუდვები კორონავირუსის პანდემიის ფონზე
2022-01-11T14:26+0400
2022-01-11T14:26+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0c/260469577_0:0:3436:1933_1920x0_80_0_0_8885825a52c6a9c0d537e40902c3479d.jpg
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე განმარტავს, რა შემთხვევაში განიხილება ახალი შეზღუდვების დაწესების საკითხი.ღიბრაძის განცხადებით, თუ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ისე გაუარესდება, რომ სახელმწიფო პაციენტების სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას ვეღარ შეძლებს, დამატებითი შეზღუდვები დაწესდება.მისი ინფორმაციით, საველე ჰოსპიტლების გახსნის საჭიროების დადგომის შემთხვევაში სახელმწიფო არსებული პრაქტიკით იხელმძღვანელებს და კოვიდ-ინფიცირებულთა სამკურნალოდ ყველანაირ საშუალებას გამოიყენებს.საქართველოში გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5.486 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს 2021 წლის 10 ნოემბრის (5.751 შემთხვევა) შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ უახლოეს დღეებში, შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ პიკს მიაღწიოს, რაც კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის სწრაფ გავრცელებას უკავშირდება.
https://sputnik-georgia.com/20220111/omkronit-inficirebulta-macvenebeli-izrdeba-263520680.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0c/260469577_705:0:3436:2048_1920x0_80_0_0_1c2cb4950c17e3fd0e1ae21c7a78542b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო შეზღუდვები ღიბრაძე კორონავირუსი ომიკრონი
საქართველო შეზღუდვები ღიბრაძე კორონავირუსი ომიკრონი
რა შემთხვევაში დაწესდება შეზღუდვები: ღიბრაძის განმარტება
14:26 11.01.2022 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) სპეციალისტების განცხადებით, ბოლო დღეებში ინფიცირების შემთხვევების მატება საახალწლო დღეებში მობილობის გაზრდამ და „ომიკრონის“ სწრაფად გავრცელებამ განაპირობა.
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე განმარტავს, რა შემთხვევაში განიხილება ახალი შეზღუდვების დაწესების საკითხი.
ღიბრაძის განცხადებით, თუ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ისე გაუარესდება, რომ სახელმწიფო პაციენტების სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას ვეღარ შეძლებს, დამატებითი შეზღუდვები დაწესდება.
„როდესაც შემთხვევათა რაოდენობა იქამდე გაიზრდება, რომ ცხადი გახდება ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის პირას დგომა და სახელმწიფო ვეღარ შეძლებს ყველა ინფიცირებულის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას, ცხადია, დადგება შეზღუდვების საკითხი“, – აღნიშნა ღიბრაძემ.
მისი ინფორმაციით, საველე ჰოსპიტლების გახსნის საჭიროების დადგომის შემთხვევაში სახელმწიფო არსებული პრაქტიკით იხელმძღვანელებს და კოვიდ-ინფიცირებულთა სამკურნალოდ ყველანაირ საშუალებას გამოიყენებს.
საქართველოში გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5.486 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს 2021 წლის 10 ნოემბრის (5.751 შემთხვევა) შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ უახლოეს დღეებში, შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ პიკს მიაღწიოს, რაც კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის სწრაფ გავრცელებას უკავშირდება.