Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ყველაზე სუსტი აღმოვჩნდი, შენ რომ ვერ გიშველე“: ქაცარიძის მეუღლის ემოციური მიმართვა

© Facebook / Rustaveli Theatreნიკოლოზ ქაცარიძე
ნიკოლოზ ქაცარიძე

 - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2022
გამოწერა
რუსთაველის თეატრის მსახიობი ნიკა ქაცარიძე 5 იანვარს 43 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსახიობის მეუღლემ ნინო ბერიძემ სოციალურ ქსელში მეუღლეს ემოციური პოსტი მიუძღვნა.

„კნეინა, შენ ყველაზე ძლიერი ხარ“... ძლიერი კი არა, ყველაზე უსუსური და სუსტი აღმოვჩნდი, შენ რომ ვერაფრით გიშველე. ჩემს ტკივილს ვერავის მოგახვევთ თავს, უბრალოდ გეტყვით, რომ ამ ტკივილს მტერსაც არ ვუსურვებ. უამრავი მესიჯი და კომენტარი მომდის. მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ“, – დაწერა ნინო ბერიძემ.

მსახიობის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის პრობლემა დასახელდა.
ნიკა ქაცარიძე 1978 წლის 29 ნოემბერს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2005 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო. მსახიობს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა სერიალებმა „შუა ქალაქში“ და „ჩემი ცოლის დაქალები“.
ყველა ახალი ამბავი
0