https://sputnik-georgia.com/20220111/guriasi-meris-tanasemwe-ojaxsi-zaladobistvis-daakaves-263538581.html
გურიაში მერის თანაშემწე ოჯახში ძალადობისთვის დააკავეს
გურიაში მერის თანაშემწე ოჯახში ძალადობისთვის დააკავეს
Sputnik საქართველო
იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობის პირის ბრალეულობა დადასტურდება, მას სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
2022-01-11T19:26+0400
2022-01-11T19:26+0400
2022-01-11T22:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/05/240480574_0:60:2000:1185_1920x0_80_0_0_9c8473263b6eefcbb6340f4f5d239030.jpg
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. ქალაქ ოზურგეთის მერის თანაშემწე არჩილ ყაზაიშვილი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, განუცხადეს Sputnik-საქართველოს მერიის პრეს-სამსახურში.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მერის თანაშემწე დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რაც „ოჯახში ძალადობას“ გულისხმობს.ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყაზაიშვილი სისტემატურად ახორციელებდა ძალადობას ოჯახში და ეს არ არის პირველი შემთხვევა.იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობის პირის ბრალეულობა დადასტურდება, მას სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.2014 წლიდან ოჯახში ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლით არის გამოყოფილი. ეს წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას ამა თუ იმ საქმის განხილვისას. საქართველოს ხელისუფლებამ კანონმდებლობის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მომხდარი მკვლელობების ტალღის შემდეგ გადაწყვიტა. 2014 წელს ოჯახური გარჩევების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/05/240480574_53:0:2000:1460_1920x0_80_0_0_17583647940b5b117758f04c0fd2e573.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გურია მერი თანაშემწე ოჯახი ძალადობა
გურია მერი თანაშემწე ოჯახი ძალადობა
გურიაში მერის თანაშემწე ოჯახში ძალადობისთვის დააკავეს
19:26 11.01.2022 (განახლებულია: 22:48 11.01.2022) იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობის პირის ბრალეულობა დადასტურდება, მას სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. ქალაქ ოზურგეთის მერის თანაშემწე არჩილ ყაზაიშვილი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, განუცხადეს
Sputnik-საქართველოს მერიის პრეს-სამსახურში.
„მერის თანაშემწე არჩილ ყაზაიშვილი ნამდვილად დააკავეს. ის თანამდებობაზე 10 დეკემბერს დაინიშნა და ზუსტად ერთი თვეა ჩვენთან მუშაობს. ჩვენთვის უცნობია, კონკრეტულად რასთან დაკავშირებით დააკავეს ყაზაიშვილი", – განაცხადეს უწყებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მერის თანაშემწე დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რაც „ოჯახში ძალადობას“ გულისხმობს.
ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყაზაიშვილი სისტემატურად ახორციელებდა ძალადობას ოჯახში და ეს არ არის პირველი შემთხვევა.
იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობის პირის ბრალეულობა დადასტურდება, მას სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
2014 წლიდან ოჯახში ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლით არის გამოყოფილი. ეს წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას ამა თუ იმ საქმის განხილვისას. საქართველოს ხელისუფლებამ კანონმდებლობის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მომხდარი მკვლელობების ტალღის შემდეგ გადაწყვიტა. 2014 წელს ოჯახური გარჩევების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.