https://sputnik-georgia.com/20220111/fexburti-saqartvelos-nakrebi-martsi-or-amxanagur-matcs-gamartavs-263533076.html
ფეხბურთი: საქართველოს ნაკრები მარტში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ფეხბურთი: საქართველოს ნაკრები მარტში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
Sputnik საქართველო
ვილი სანიოლის გუნდი მატჩებს 25 და 29 მარტს გამართავს და ორივე შეხვედრას – სტუმრად.
2022-01-11T17:47+0400
2022-01-11T17:47+0400
2022-01-11T21:15+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/08/259411588_328:191:1400:794_1920x0_80_0_0_ae41e77f20b6297520f56828a1005152.jpg
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მარტში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.ვილი სანიოლის მიერ გაწვრთნილი გუნდი 25 მარტს ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს შეხვედრა ალბანეთის ნაკრებთან შედგება. აღსანიშნავია, რომ „ჯვაროსნები“ ორივე შეხვედრას სტუმრად ჩაატარებენ, მატჩების მასპინძელი ქალაქები მოგვიანებით გახდება ცნობილი.მარტში დაგეგმილი ორივე ამხანაგური შეხვედრა უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ალექსანდრე იაშვილის თქმით, ამხანაგურ მატჩებს ერთა ლიგის ტურნირამდე დიდი დატვირთვა აქვს. მან ასევე განმარტა, თუ რატომ ჩაინიშნა ორივე შეხვედრა მოწინააღმდეგის მოედანზე.იაშვილის თქმით, დაგეგმვისას მათ გაითვალისწინეს ერთა ლიგის კალენდარიც – ივნისში ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან სწორედ გასვლითი თამაშები გაიმართება.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან აქამდე არასდროს უთამაშია, ხოლო ალბანეთთან „ჯვაროსნებს“ დაპირისპირების დიდი გამოცდილება აქვთ. ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 2015 წლის 16 ნოემბერს ტესტ-მატჩში შეხვდნენ, სადაც ანგარიში 2:2 დაფიქსირდა.საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონისთვის ემზადება, რომელიც სტარტს ივნისში აიღებს. ვილი სანიოლის გუნდს 2-12 ივნისის შუალედში ოთხი მატჩის ჩატარება მოუწევს – ბულგარეთთან ორჯერ, გიბრალტართან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/08/259411588_300:160:1153:800_1920x0_80_0_0_f688ac681470eedf7244a4cd2d98ca1e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფეხბურთი მატჩი ნაკრები ამხანაგური
ფეხბურთი მატჩი ნაკრები ამხანაგური
ფეხბურთი: საქართველოს ნაკრები მარტში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
17:47 11.01.2022 (განახლებულია: 21:15 11.01.2022) საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან პირველად ითამაშებს, ხოლო ალბანეთთან რიგით მე-14 შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის მიერ გაწვრთნილი გუნდი ორივე მატჩს სტუმრად ჩაატარებს.
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მარტში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ვილი სანიოლის მიერ გაწვრთნილი გუნდი 25 მარტს ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს შეხვედრა ალბანეთის ნაკრებთან შედგება. აღსანიშნავია, რომ „ჯვაროსნები“ ორივე შეხვედრას სტუმრად ჩაატარებენ, მატჩების მასპინძელი ქალაქები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მარტში დაგეგმილი ორივე ამხანაგური შეხვედრა უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ალექსანდრე იაშვილის თქმით, ამხანაგურ მატჩებს ერთა ლიგის ტურნირამდე დიდი დატვირთვა აქვს. მან ასევე განმარტა, თუ რატომ ჩაინიშნა ორივე შეხვედრა მოწინააღმდეგის მოედანზე.
იაშვილის თქმით, დაგეგმვისას მათ გაითვალისწინეს ერთა ლიგის კალენდარიც – ივნისში ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან სწორედ გასვლითი თამაშები გაიმართება.
„ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს ამხანაგური თამაშები სტუმრად გვეთამაშა. გასულ წელს ნოემბერში ორივე თამაში, როგორც ოფიციალური, ისე ამხანაგური, საკუთარ მოედანზე ვითამაშეთ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ სტუმრად ჩაგვეტარებინა ამხანაგური თამაშები, რათა უკეთ მოვემზადოთ ივნისის ოფიციალური მატჩებისთვის“, – განაცხადა იაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან აქამდე არასდროს უთამაშია, ხოლო ალბანეთთან „ჯვაროსნებს“ დაპირისპირების დიდი გამოცდილება აქვთ. ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 2015 წლის 16 ნოემბერს ტესტ-მატჩში შეხვდნენ, სადაც ანგარიში 2:2 დაფიქსირდა.
საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის ახალი სეზონისთვის ემზადება, რომელიც სტარტს ივნისში აიღებს. ვილი სანიოლის გუნდს 2-12 ივნისის შუალედში ოთხი მატჩის ჩატარება მოუწევს – ბულგარეთთან ორჯერ, გიბრალტართან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან.