https://sputnik-georgia.com/20220111/erovnuli-bankis-savaluto-rezervebma-istoriul-maqsimums-miarwia-263512698.html
საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
Sputnik საქართველო
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს
2022-01-11T09:59+0400
2022-01-11T09:59+0400
2022-01-11T14:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259634946_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_dc30722ed4895e95854342ae256b8d36.jpg
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 2021 წლის 31 დეკემბრისთვის 4,3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ისტორიული მაქსიმუმია, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.ისტორიულ მაქსიმუმს რეზერვებმა ბოლოს 2021 წლის მაისში მიაღწია – 4.153,5 მლნ დოლარი.პანდემიის დასაწყისიდან, 2020 წლის მარტიდან საერთაშორისო რეზერვები 871,6 მლნ დოლარით, 25,6%-ით გაიზარდა. 2020 წელს რეზერვების ზრდამ 361,3 მლნ დოლარი შეადგინა.საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურაუცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და ეს ნაწილი 3,8 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 2,5 მლრდ დოლარი, და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 1,3 მლრდ დოლარი.გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 486,6 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 30,5 ათას დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, რა დროსაც ჯამში 873,2 მილიონი დოლარი გაყიდა. 2021 წელს ეროვნულმა ბანკმა ცხრა აუქციონზე 332,9 მილიონი დოლარი გაყიდა.ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
https://sputnik-georgia.com/20211204/------262592861.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/10/259634946_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_3753785d6391771a1833de30d69c9751.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვები მაქსიმუმი
ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვები მაქსიმუმი
საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
09:59 11.01.2022 (განახლებულია: 14:36 11.01.2022) პანდემიის დაწყებიდან, 2020 წლის მარტიდან ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 871,6 მლნ დოლარით გაიზარდა.
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 2021 წლის 31 დეკემბრისთვის 4,3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ისტორიული მაქსიმუმია, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ
მასალებში. ისტორიულ მაქსიმუმს რეზერვებმა ბოლოს 2021 წლის მაისში მიაღწია – 4.153,5 მლნ დოლარი.
პანდემიის დასაწყისიდან, 2020 წლის მარტიდან საერთაშორისო რეზერვები 871,6 მლნ დოლარით, 25,6%-ით გაიზარდა. 2020 წელს რეზერვების ზრდამ 361,3 მლნ დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და ეს ნაწილი 3,8 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.
მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 2,5 მლრდ დოლარი, და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 1,3 მლრდ დოლარი.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 486,6 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 30,5 ათას დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.
სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, რა დროსაც ჯამში 873,2 მილიონი დოლარი გაყიდა. 2021 წელს ეროვნულმა ბანკმა ცხრა აუქციონზე 332,9 მილიონი დოლარი გაყიდა.
ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.