„უარესად არის“ – გიული ალასანია ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ

© AFP 2024 / IRAKLI GEDENIDZEმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2022
გამოწერა
სააკაშვილს სამედიცინო გამოკვლევა ესაჭიროება, დარწმუნებულია გიული ალასანია.
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტებს მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ უამბო.
მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა.
ორშაბათს გიული ალასანიამ შვილი რუსთავის ციხეში მოინახულა. მისი თქმით, სააკაშვილს გამოკვლევები სჭირდება, ხოლო სიმპტომები იგივე და კიდევ უფრო გაუარესებული აქვს.

„მაგნიტორეზონანსული გამოკვლევა უნდა გაკეთდეს. დამანახა ხელი, ტრემორი არის ნამდვილად. დანარჩენი მომიყვა. აქვს უძილობა, თავის ტკივილი, ფეხების, ხელების დაბუჟება“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ქვეყანაში უკრაინიდან არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
სააკაშვილს სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული. სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.
ყველა ახალი ამბავი
0