https://sputnik-georgia.com/20220110/saqartvelosi-20-gradusamde-datbeba-263501265.html
საქართველოში 20 გრადუსამდე დათბება
საქართველოში 20 გრადუსამდე დათბება
Sputnik საქართველო
საქართველოშიუ არამდგრადი ამინდია – სითბოს სიცივე მოსდევს და პირიქით
2022-01-10T17:06+0400
2022-01-10T17:06+0400
2022-01-10T20:05+0400
ამინდი საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/13/250650013_0:180:3001:1868_1920x0_80_0_0_09556ada09bc0f44469f890a50a7956e.jpg
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა პლუს 20 გრადუსამდე მოიმატებს, თუმცა საქართვლოს ცალკეულ რაიონებში ნალექი მაინც შენარჩუნდება.როგორც გარემოს სააგენტო იტყობინება, უახლოესი სამი დღის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. 11 იანვარს, სამშაბათს, ღამით, ბარში ჰაერის ტემპერატურა მინუს 1 გრადუსამდე დაიწევს, ხოლო დღისით ტემპერატურა პლუს 15 გრადუსამდე მოიმატებს.12 იანვრის ღამით ასევე იქნება ერთი გრადუსი ნულს ქვემოთ, ხოლო დღისით დათბება პლუს 14 გრადუსამდე.მთებში და მაღალმთიანეთში უახლოეს დღეებში მოღრუბლული იქნება, ზოგიერთ რაიონში წვიმა, ხოლო მაღალ მთაში მოთოვს. მთაში ჰაერის მინიმალური ტემპერატურა მინუს 9 გრადუსამდე დაიწევს, ხოლო დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 6 გრადუსამდე მოიმატებს.რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ბარში ძირითადად წვიმიანი, მაგრამ თბილი ამინდი იქნება, ორშაბათს ჰაერის ტემპერატურა ბარში პლუს 20 გრადუსამდე აიწევს.სამშაბათსა და ოთხშაბათს ღამით ჰაერის ტემპერატურა 6 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო დღისით ტემპერატურის სვეტი 18 გრადუსს მიაღწევს.ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მთებში და მაღალმთიანეთში ძირითად წვიმიანი ამინდი იქნება, ზოგიერთ რაიონში მოთოვს. მთებში ჰაერის მინიმალური ტემპერატურა მინუს ორი გრადუსი იქნება, ხოლო დღისით 13 გრადუსამდე დათბება.რაც შეეხება მაღალმთიანეთს, აქ ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 6 გრადუსამდე დაიწევს, ხოლო მაქსიმალური პლუს 6 გრადუსი იქნება.წყარო: http://meteo.gov.ge/
https://sputnik-georgia.com/20220110/amindi-tbilissi-10-16-ianvari-263488739.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/13/250650013_134:0:2865:2048_1920x0_80_0_0_0a7878417aee4b678adb8b69d57a6ca5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სითბო სიცივე ამინდი საქართველო
სითბო სიცივე ამინდი საქართველო
საქართველოში 20 გრადუსამდე დათბება
17:06 10.01.2022 (განახლებულია: 20:05 10.01.2022) საქართველოში ანომალიური ზამთარი გრძელდება – ხან ცივა, ხან ცხელა.
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა პლუს 20 გრადუსამდე მოიმატებს, თუმცა საქართვლოს ცალკეულ რაიონებში ნალექი მაინც შენარჩუნდება.
როგორც გარემოს სააგენტო იტყობინება, უახლოესი სამი დღის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. 11 იანვარს, სამშაბათს, ღამით, ბარში ჰაერის ტემპერატურა მინუს 1 გრადუსამდე დაიწევს, ხოლო დღისით ტემპერატურა პლუს 15 გრადუსამდე მოიმატებს.
12 იანვრის ღამით ასევე იქნება ერთი გრადუსი ნულს ქვემოთ, ხოლო დღისით დათბება პლუს 14 გრადუსამდე.
მთებში და მაღალმთიანეთში უახლოეს დღეებში მოღრუბლული იქნება, ზოგიერთ რაიონში წვიმა, ხოლო მაღალ მთაში მოთოვს. მთაში ჰაერის მინიმალური ტემპერატურა მინუს 9 გრადუსამდე დაიწევს, ხოლო დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 6 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ბარში ძირითადად წვიმიანი, მაგრამ თბილი ამინდი იქნება, ორშაბათს ჰაერის ტემპერატურა ბარში პლუს 20 გრადუსამდე აიწევს.
სამშაბათსა და ოთხშაბათს ღამით ჰაერის ტემპერატურა 6 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო დღისით ტემპერატურის სვეტი 18 გრადუსს მიაღწევს.
ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მთებში და მაღალმთიანეთში ძირითად წვიმიანი ამინდი იქნება, ზოგიერთ რაიონში მოთოვს. მთებში ჰაერის მინიმალური ტემპერატურა მინუს ორი გრადუსი იქნება, ხოლო დღისით 13 გრადუსამდე დათბება.
რაც შეეხება მაღალმთიანეთს, აქ ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 6 გრადუსამდე დაიწევს, ხოლო მაქსიმალური პლუს 6 გრადუსი იქნება.