https://sputnik-georgia.com/20220110/rodis-miirebs-saqartvelo-covid-19-is-samkurnalo-or-medikaments-263506741.html
როდის მიიღებს საქართველო COVID-19-ის სამკურნალო ორ მედიკამენტს
როდის მიიღებს საქართველო COVID-19-ის სამკურნალო ორ მედიკამენტს
Sputnik საქართველო
ცერცვაძის განცხადებით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც „მოლნუპირავირსა“ და „პაქსლოვიდს“ მიიღებს.
2022-01-10T20:46+0400
2022-01-10T20:46+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0b/263510658_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_05cd47c4fb19336cba1a705b635217c0.jpg
თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, COVID-19-ის სამკურნალო ორი ტაბლეტირებული მედიკამენტი – „პაქსლოვიდი“ და „მოლნუპირავირი“ გამოყენებული იქნება დიაგნოზის დასმიდან პირველი ოთხი დღის განმავლობაში, მხოლოდ ბინაზე მკურნალობის დროს და გადაეცემა ონლაინ-კლინიკებსა და ოჯახის ექიმებს.თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველო აღნიშნულ მედიკამენტებს 2-3 კვირაში მიიღებს.რაც შეეხება მედიკამენტ „რემდესივირს“, ცერცვაძის განმარტებით, ის გამოიყენება კლინიკაში, თუმცა განიხილება ბინაზე მისი გამოყენების შესაძლებლობაც.კვლევების თანახმად, „პაქსლოვიდი“ და „მოლნუპირავირი" მნიშვნელოვნად ამცირებს ინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს.ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „მერკ, შარფ და დოჰმეს“ (MSD) მიერ წარმოებული მსოფლიოში პირველი ანტივირუსული მედიკამენტი „მოლნუპირავირი“ კორონავირუსის სიმპტომური მიმდინარეობის დროს მიიღება. ის გასული წლის 4 ნოემბერს დაამტკიცა გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის რეგულატორმა.საქართველო ეპიდშტორმის ზღვარზე – ეპიდემიოლოგები არასახარბიელო პროგნოზს აკეთებენ >>5 ნოემბერს კი ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა განაცხადა, რომ მათ მიერ შექმნილი COVID19-ის სამკურნალო აბები „პაქსლოვიდი“ 89%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. მისი მიღება რეკომენდებულია ვირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დაავადების გართულების მაღალი რისკი აქვთ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0b/263510658_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_3d47f4fc51de1bf7399687e419f45fa9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
covid-19 საქართველო მედიკამენტი
covid-19 საქართველო მედიკამენტი
როდის მიიღებს საქართველო COVID-19-ის სამკურნალო ორ მედიკამენტს
20:46 10.01.2022 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, განიხილება ერთ-ერთი პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობა ბინაზე მკურნალობისას
თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, COVID-19-ის სამკურნალო ორი ტაბლეტირებული მედიკამენტი – „პაქსლოვიდი“ და „მოლნუპირავირი“ გამოყენებული იქნება დიაგნოზის დასმიდან პირველი ოთხი დღის განმავლობაში, მხოლოდ ბინაზე მკურნალობის დროს და გადაეცემა ონლაინ-კლინიკებსა და ოჯახის ექიმებს.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველო აღნიშნულ მედიკამენტებს 2-3 კვირაში მიიღებს.
„ეს მედიკამენტები ეფექტურია როგორც „დელტა“ შტამის, ასევე „ომიკრონის“ წინააღმდეგ. საქართველოს ორივესთან გამზადებული აქვს ხელშეკრულებები და საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ამ მედიკამენტებს მიიღებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.
რაც შეეხება მედიკამენტ „რემდესივირს“, ცერცვაძის განმარტებით, ის გამოიყენება კლინიკაში, თუმცა განიხილება ბინაზე მისი გამოყენების შესაძლებლობაც.
კვლევების თანახმად, „პაქსლოვიდი“ და „მოლნუპირავირი" მნიშვნელოვნად ამცირებს ინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს.
ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „მერკ, შარფ და დოჰმეს“ (MSD) მიერ წარმოებული მსოფლიოში პირველი ანტივირუსული მედიკამენტი „მოლნუპირავირი“ კორონავირუსის სიმპტომური მიმდინარეობის დროს მიიღება. ის გასული წლის 4 ნოემბერს დაამტკიცა გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის რეგულატორმა.
5 ნოემბერს კი ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა განაცხადა, რომ მათ მიერ შექმნილი COVID19-ის სამკურნალო აბები „პაქსლოვიდი“ 89%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. მისი მიღება რეკომენდებულია ვირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დაავადების გართულების მაღალი რისკი აქვთ.