„ნაციონალური მოძრაობა“ პროტესტის სხვადასხვა ფორმას გამოიყენებს

© photo: Sputnik / Stringer„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2022
გამოწერა
კობა ნაყოფიას განცხადებით, პოლიტსაბჭოს სჭირდება სწორი მენეჯმენტი.
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მომავალში პროტესტის სხვადასხვა ფორმას გამოიყენებს. ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს ახალმა თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ განაცხადა.
დღეს ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ცვლილებებს კენჭი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე უყარეს.

„თუ საზოგადოებრივი მოთხოვნა არის, რომ ვერ კმაყოფილდება ხალხის და ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მოთხოვნები, პროტესტი არის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა და, რა თქმა უნდა, პროტესტის სხვადასხვა ფორმა იქნება გამოყენებული“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

ნაყოფიას განცხადებით, პოლიტსაბჭოს სჭირდება სწორი მენეჯმენტი და „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებიც სწორედ ამას ემსახურება.
„ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელია კობა ნაყოფიამ შეცვალა, რომელიც აქამდე პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყო. ნაყოფიას მოადგილე აკაკი მინაშვილი გახდა. პარტიის აღმასრულებელი მდივანი კი პეტრე ცისკარიშვილი გახდა.
თავად ნიკა მელიამ თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე ზაალ უდუმაშვილი ჩაანაცვლა.
ყველა ახალი ამბავი
0