https://sputnik-georgia.com/20220110/gardaicvala-nodar-mamisasvili-263496495.html
გარდაიცვალა კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი
გარდაიცვალა კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი
Sputnik საქართველო
ნოდარ მამისაშვილი მრავალ ჟანრს შეეხო. იგი ავტორია საბავშვო ოპერის „ბაქია - ბაჭია“, ბალეტის „სამი გასაღები“, 7 სიმფონიის და სხვ.
2022-01-10T14:29+0400
2022-01-10T14:29+0400
2022-01-10T18:04+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260403955_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_a8db6eac263b1d455a70422187cda541.jpg
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. გარდაიცვალა კონსერვატორიის ემერიტუსი, ქართველი კომპოზიტორი, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მოაზროვნე და საზოგადო მოღვაწე ნოდარ მამისაშვილი.ის 91 წლისა იყო.ნოდარ მამისაშვილი ათობით სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორია. მან პირველმა მსოფლიოში შექმნა 9 საეკლესიო ზარის რეზონანსული განაწილების აკუსტიკური სქემა, რომლის მიხედვითაც წმინდა სამების ტაძარში, სამრეკლო სივრცეში ზარების განაწილება მოხდა.როგორც კომპოზიტორი, ნოდარ მამისაშვილი მრავალ ჟანრს შეეხო – ოპერა, ბალეტი, სიმფონიური, საორგანო, საგუნდო მუსიკა. იგი ავტორია საბავშვო ოპერისა „ბაქია ბაჭია“, ბალეტის „სამი გასაღები“, 7 სიმფონიის და სხვ.დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისა და მხატვრული ფილმებისათვის. აღსანიშნავია მისი თანამშრომლობა ქართველ რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილთან, რომლის შედეგად შეიქმნა ფილმები ,,დიდი მწვანე ველი” და ,,ცხელი ზაფხულის სამი დღე”.პანაშვიდისა და დაკრძალვის თარიღი ამ დროისათვის უცნობია. როგორც კონსერვატორიის facebook-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თარიღებს დადგენისთანავე გამოაქვეყნებენ.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260403955_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_4320052efd27012e6cf1246d41e47431.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მამისაშვილი კომპოზიტორი გარდაიცვალა
მამისაშვილი კომპოზიტორი გარდაიცვალა
გარდაიცვალა კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი
14:29 10.01.2022 (განახლებულია: 18:04 10.01.2022) კომპოზიტორს ნამუშევარი აქვს მრავალ ჟანრში – ოპერა, ბალეტი, სიმფონიური, საორგანო, საგუნდო მუსიკა.
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. გარდაიცვალა კონსერვატორიის ემერიტუსი, ქართველი კომპოზიტორი, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მოაზროვნე და საზოგადო მოღვაწე ნოდარ მამისაშვილი.
ნოდარ მამისაშვილი ათობით სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორია. მან პირველმა მსოფლიოში შექმნა 9 საეკლესიო ზარის რეზონანსული განაწილების აკუსტიკური სქემა, რომლის მიხედვითაც წმინდა სამების ტაძარში, სამრეკლო სივრცეში ზარების განაწილება მოხდა.
როგორც კომპოზიტორი, ნოდარ მამისაშვილი მრავალ ჟანრს შეეხო – ოპერა, ბალეტი, სიმფონიური, საორგანო, საგუნდო მუსიკა. იგი ავტორია საბავშვო ოპერისა „ბაქია ბაჭია“, ბალეტის „სამი გასაღები“, 7 სიმფონიის და სხვ.
დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისა და მხატვრული ფილმებისათვის. აღსანიშნავია მისი თანამშრომლობა ქართველ რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილთან, რომლის შედეგად შეიქმნა ფილმები ,,დიდი მწვანე ველი” და ,,ცხელი ზაფხულის სამი დღე”.
„კონსერვატორიის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, მოსწავლეებს და საქართველოს მუსიკალურ საზოგადოებას ამ დიდ დანაკარგს“, – ნათქვამია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პანაშვიდისა და დაკრძალვის თარიღი ამ დროისათვის უცნობია. როგორც კონსერვატორიის facebook-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თარიღებს დადგენისთანავე გამოაქვეყნებენ.