ხელბურთი: საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა

© Facebook / Rankinisსაქართველოს ხელბურთის ნაკრები
საქართველოს ხელბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2022
გამოწერა
საქართველოს ნაკრები მოკრძალებული შემადგენლობით წარდგა - შეხვედრა შვიდმა წამყვანმა მოთამაშემ გამოტოვა
თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში ფინეთთან 23:30 დამარცხდა და მონაწილეობას ვერ მიიღებს კონტინენტურ პირველობაში, რომელიც 2024 წელს გერმანიაში გაიმართება.
ქართველმა ხელბურთელებმა მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ წუთებში გაუწიეს (ორჯერ ლიდერობდნენ), რის შემდეგაც მოედანზე მხოლოდ მასპინძლები დომინირებდნენ. შეხვედრის პირველი ტაიმი ფინეთის ნაკრების სასარგებლოდ ანგარიშით 18:12 დასრულდა.
შესვენების შემდეგ ფინელებმა ტემპი შანელეს და მეორე ტაიმი მინიმალური უპირატესობით მოიგეს - 12:11.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები ამ მატჩში უძლიერესი შემადგენლობით ვერ წარდგა. შეხვედრა სხვადასხვა მიზეზით შვიდმა წამყვანმა მოთამაშემ გამოტოვა.
საქართველოს ხელბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს >>
რამდენიმე დღის წინ თბილისში გუნდებმა შეხვედრა ფრედ 22:22 დაასრულეს. შესაბამისად, ორი მატჩის ჯამით საქართველო ფინეთთან დამარცხდა და საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ძირითად შესარჩევ რაუნდში გასასვლელად კვალიფიკაცია ვერ მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში 2024 წლის 11-28 იანვარს გერმანიაში გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0