უზუსტობები ჩინოვნიკების დეკლარაციებში: რამდენი საჯარო პირი დაჯარიმდა

© Pixabay / jackmac34საქაღალდე დოკუმენტებით
საქაღალდე დოკუმენტებით - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2022
გამოწერა
ჩინოვნიკების მეხუთედი დაისაჯა იმისთვის, რომ ქონებრივი დეკლარაცია დროულად არ წარადგინეს.
თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. 2021 წელს ჩინოვნიკების მიერ შევსებული 303 ქონებრივი დეკლარაციიდან დადებითი შეფასება მხოლოდ 130-მა მიიღო, ნათქვამია საჯარო რეესტრის ეროვნული ბიუროს განცხადებაში.
დეკლარაციის შევსება ყველა ჩინოვნიკისთვის სავალდებულოა. მასში საჯარო პირებმა უნდა მიუთითონ ქონების, საბანკო ანგარიშებისა და საკუთარი ბიზნესის შესახებ სრული მონაცემები.
173 ჩინოვნიკიდან 165-მა ჯარიმა და გაფრთხილება მიიღო, შვიდ შემთხვევაში საქმის წარმოება შეწყდა, ერთი შემთხვევით კი საქართველოს პროკურატურა დაინტერესდა.
„დაწუნებულ“ დეკლარაციებში რიგ შემთხვევებში არ იყო მითითებული უძრავი ქონება ან მისი ზუსტი ფართობი, ასევე არასწორად იყო მითითებული საბანკო ანგარიშებზე თანხის ოდენობა.
ამასთან, ჩინოვნიკების ნაწილმა არ მიუთითეს საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა და შემოსავალი და ჩინოვნიკებიდან მხოლოდ 19% „დაისაჯა“ იმისთვის, რომ ქონებრივი დეკლარაცია დროულად არ წარადგინეს.
ყველა ახალი ამბავი
0