ეროვნული გალერეა სოლიკო ვირსალაძის გამოფენას უმასპინძლებს

© National Museum of Georgiaეროვნული გალერეა
ეროვნული გალერეა - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2022
გამოწერა
სოლიკო ვირსალაძის ნამუშევრების ბოლო გამოფენა საქართველოში 20 წლის წინ გაიმართა.
თბილისი, 8 იანვარი - Sputnik. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დიდი ქართველი სცენოგრაფის, სოლიკო ვირსალაძის რეტროსპექტული გამოფენა იხსნება.
საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენა 14 იანვარს გაიხსნება და ერთ თვეს გაგრძელდება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 200-მდე ნამუშევარი და მის სახლ-მუზეუმში არსებული საარქივო ნივთები, ასევე კოსტიუმები ხელოვნების სასახლიდან, კულტურის ისტორიის მუზეუმიდან და ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილებიდან“.
სამინისტროს ინფორმაციით, სიმონ (სოლიკო) ვირსალაძემ (1909 -1988) შექმნა საკუთარი ხელწერა მე-20 საუკუნის სცენოგრაფიაში. მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა იწყება თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში.
„უმნიშვნელოვანესია სოლიკო ვირსალაძის როლი ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ეროვნული ანსამბლის ისტორიაში, ვინაიდან „ქართული ნაციონალური ბალეტი" სუხიშვილებისა და სოლიკო ვირსალაძის „გამოგონებაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, სოლიკო ვირსალაძის გამორჩეული გემოვნებით, რაფინირებული სიზუსტით შექმნილი თეატრალური სცენოგრაფია მსოფლიო სასცენო ხელოვნების საუკეთესო ნიმუშთა რიგებშია.
გამოფენის ორგანიზატორი არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სოლიკო ვირსალაძის ფონდი, ეროვნული გალერეა და საქართველოს ბანკი.
ვირსალაძე იყო კოსტიუმების დიზაინერი ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილისთვის, შემდეგ კი ქართული სახელმწიფო ბალეტის ანსამბლისთვის. 1937-1962 წლებში ვირსალაძე ლენინგრადის ოპერისა დაბალეტის თეატრში მთავარი მხატვარი იყო. მუშაობდა ბალეტმაისტერ იური გრიგოროვიჩთან. მათი პირველი ერთობლივი ნამუშევარი ლენინგრადში იყო „ქვის ყვავილი“. 1960 წელს მას მოჰყვა თორმეტი ბალეტი მოსკოვში: „სპარტაკი“, „მაკნატუნა“, „გედების ტბა“, „ლეგენდა სიყვარულზე“, „რომეო და ჯულიეტა“, „ივანე მრისხანე“ და ა.შ.
წყარო: საქართველოს კულტურის სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0