Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ახალი სიხარული გვეწვია“: რატომ აღარ ახსენებს ლიზა იასკო სააკაშვილს

© Facebook / Ліза Яськоლიზა იასკო
ლიზა იასკო - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2022
გამოწერა
უკრაინელმა დეპუტატმა ლიზა იასკომ სოციალურ ქსელში ახალი სტატუსი გამოაქვეყნა და საზოგადოებას შობის დღესასწაული მიულოცა.
ბოლო პერიოდია იასკო თავის სტატუსებსა და მიმართვებში აღარ იხსენიებს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. მილოცვის ტექსტში სააკაშვილი არც ამჯერად ახსენა და შესაბამისად არც შობის დღესასწაული მიულოცა. როგორც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, იასკო სააკაშვილზე ნაწყენია და სწორედ ამიტომ აღარ ახსენებს.
„ქრისტე დაიბადა, ახალი სიხარული გვეწვია. უკვე საოჯახო სუფრასთან ვართ, ვუყურებთ ბეთლემის ვარსკვლავს და ვიწყებთ სიმღერას“, - წერს ლიზა იასკო და საკუთარი სიმღერის ვიდეოს აზიარებს, რომელიც შობის ღამეს შეასრულა.
ლიზა იასკომ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ სოციალურ ქსელში ექსპრეზიდენტთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც სააკაშვილი ამბობდა, რომ ისინი ერთად ცხოვრობენ და ერთ ოჯახს წარმოადგენენ. მალევე რადას დეპუტატი საქართველოში ჩამოვიდა და მეუღლე ციხეში არაერთხელ მოინახულა.
მიუხეუავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან კიდევ ერთხელ გაავრცელა განცხადება მისი და ლიზას თანაცხოვრების შესახებ, ექსპრეზიდენტის მშობლები ახალი რძლის შესახებ ინფორმაცას არ ფლობდნენ. ჟურნალისტებთან საუბრისას გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ ლიზა იასკოს არ იცნობდა.
მოგვიანებით ლიზა იასკომ უკრაინელ ჟურნალისტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მან და მიხეილ სააკაშვილმა მაშინ დაიწყეს ურთიერთობა, როდესაც ის და სანდრა რულოვსი უკვე დაშორებული იყვნენ.
ყველა ახალი ამბავი
0