https://sputnik-georgia.com/20220108/lasqaravas-saqme-damoukidebeli-eqsperti-oficialur-daskvnas-etanxmeba-263467750.html
ლაშქარავას საქმე: დამოუკიდებელი ექსპერტი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ეთანხმება
ლაშქარავას საქმე: დამოუკიდებელი ექსპერტი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ეთანხმება
Sputnik საქართველო
ალექსანდრე გეჯაძე ეთანხმება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, რომ ლაშქარავას გარდაცვალება ნარკოტიკის ჭარბმა დოზამ გამოიწვია.
2022-01-08T19:46+0400
2022-01-08T19:46+0400
2022-01-08T19:46+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/03/262561650_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_5de9499b26ac043ae9149793ec7d9766.jpg
თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ეთანხმება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებს „TV პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზების შესახებ.შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებული დასკვნა გამოაქვეყნა. ლაშქარავა გასული წლის 11 ივლისს გარდაიცვალა.ექსპერტიზის დასკვნით, ტელეოპერატორის გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის გადაჭარბებული დოზა გახდა.ექსპერტმა გამორიცხა, რომ ლაშქარავას მდგომარეობის გაუარესების პროვოცირება თბილისში 5 ივლისის არეულობების დროს მიღებულ დაზიანებებს შეეძლო.მან ასევე განმარტა, რომ არ შეეძლო დასკვნაზე საუბარი, სანამ მას გამოძიება არ გაასაჯაროებდა, რადგან ექსპერტიზის დამკვეთი იურიდიულად საგამოძიებო ორგანო იყო.ლაშქარავას ოჯახის ადვოკატები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ შსს–სთვის ცნობილი ექსპერტიზის დასკვნები ოჯახს არ გაუგზავნეს.ამასთან, ადვოკატების თქმით, ოჯახმა 4 საათის განმავლობაში არ იცოდა, სად წაასვენეს ლაშქარავას ცხედარი და რა მანიპულაციები ჩატარდა მასზე. დაცვის ეჭვები გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ შსს–მ უარი თქვა უცხოელი ექსპერტების ჩართვაზე, როგორც ამას ოჯახი მოითხოვდა.ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა სასტიკად სცემეს, მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს, 11 ივლისსგარდაიცვალა.ოპერატორის გარდაცვალებამ საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია. ოპოზიციური ტელეარხების ჟურნალისტები საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს. მათი განცხადებით, ლაშქარავა აქციაზე მიღებული ტრავმების გამო გარდაიცვალა.
https://sputnik-georgia.com/20220107/ra-gaxda-leqso-lashqaravas-gardacvalebis-mizezi-eqspertizis-daskvna-263451776.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/03/262561650_141:0:1280:854_1920x0_80_0_0_5c8b1ad0009dbc945b1d58ed6ba92ff4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ექსპერტი ლაშქარავა ექსპერტიზა
ექსპერტი ლაშქარავა ექსპერტიზა
ლაშქარავას საქმე: დამოუკიდებელი ექსპერტი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ეთანხმება
მან გამორიცხა, რომ ლაშქარავასთვის თბილისში 5 ივლისის არეულობების დროს მიყენებულ დაზიანებებს მისი მდგომარეობის გაუარესების პროვოცირება შეეძლო.
თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ეთანხმება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებს „TV პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებული დასკვნა გამოაქვეყნა. ლაშქარავა გასული წლის 11 ივლისს გარდაიცვალა.
ექსპერტიზის დასკვნით, ტელეოპერატორის გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის გადაჭარბებული დოზა გახდა.
„გავაანალიზე და შევისწავლე ეს მონაცემები, მივედი საბოლოო დასკვნამდე, რომ კონკრეტულ სიტუაციაში ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია „ჰეროინის“ მოხმარებით განპირობებული ზოგადი ინტოქსიკაციაა, რამაც შედეგად განაპირობა გულ-სისძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა“,– განაცხადა გეჯაძემ, რომელიც ექსპერტიზის დროს ტელეკომპანია „TV პირველს“ წარმოადგენდა.
ექსპერტმა გამორიცხა, რომ ლაშქარავას მდგომარეობის გაუარესების პროვოცირება თბილისში 5 ივლისის არეულობების დროს მიღებულ დაზიანებებს შეეძლო.
მან ასევე განმარტა, რომ არ შეეძლო დასკვნაზე საუბარი, სანამ მას გამოძიება არ გაასაჯაროებდა, რადგან ექსპერტიზის დამკვეთი იურიდიულად საგამოძიებო ორგანო იყო.
ლაშქარავას ოჯახის ადვოკატები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ შსს–სთვის ცნობილი ექსპერტიზის დასკვნები ოჯახს არ გაუგზავნეს.
ამასთან, ადვოკატების თქმით, ოჯახმა 4 საათის განმავლობაში არ იცოდა, სად წაასვენეს ლაშქარავას ცხედარი და რა მანიპულაციები ჩატარდა მასზე. დაცვის ეჭვები გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ შსს–მ უარი თქვა უცხოელი ექსპერტების ჩართვაზე, როგორც ამას ოჯახი მოითხოვდა.
ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა სასტიკად სცემეს, მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს, 11 ივლისსგარდაიცვალა.
ოპერატორის გარდაცვალებამ საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია. ოპოზიციური ტელეარხების ჟურნალისტები საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს. მათი განცხადებით, ლაშქარავა აქციაზე მიღებული ტრავმების გამო გარდაიცვალა.