https://sputnik-georgia.com/20220108/lali-totikashvili-263465084.html
„ჩემს ქმარს არ სიამოვნებდა“: რატომ წავიდა ლალი ტოტიკაშვილი პოდიუმიდან
„ჩემს ქმარს არ სიამოვნებდა“: რატომ წავიდა ლალი ტოტიკაშვილი პოდიუმიდან
Sputnik საქართველო
ყოფილი მოდელი და ცნობილი სახე მის საქმიანობასთან მეუღლის დამოკიდებულებაზე საუბრობს
2022-01-08T17:10+0400
2022-01-08T17:10+0400
2022-01-08T19:09+0400
ყვითელი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23865/14/238651402_0:22:1000:585_1920x0_80_0_0_8f4a806a763078a058184139367cf43c.jpg
თუ რა გახდა პოდიუმიდან მისი წასვლის მზეზი, ამაზე მოდელმა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ისაუბრა. „ჩემს მეუღლეს თავიდანვე არ მოსწონდა საჯაროდ გამოჩენა. პოდიუმიდანაც იმიტომ წავედი, მივხვდი, მას ეს არ სიამოვნებდა. თუმცა დიდი დანაკლისი არ მქონია ამის გამო, რადგან ახალი თაობების აღზრდაზე ვმუშაობ“, - ამბობს ლალი.ლალი ტოტიკაშვილს ხშირად შეხვდებით სხვადასხვა გლამურულ წვეულებაზე, თუმცა ის მეუღლესთან გია ხუბულიასთან ერთად არსად ჩნდება.გასული საუკუნის 90-იანების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისის ქართველ მოდელთა თაობის ერთ-ერთი გამორჩეული სახე – ლალი ტოტიკაშვილი დიდი ხანია დაემშვიდობა პოდიუმს, მაგრამ ზოგადად მოდასთან კავშირი არ გაუწყვეტია.ჯერ სამოდელო სააგენტო გააკეთა, ახლა კი თავად ქმნის ტანსაცმელსა და აქსესუარებს. იშვიათად პოდიუმზეც შეიძლება გამოჩნდეს, მხოლოდ მაშინ, თუ მეგობარი დიზაინერი მიიწვევს.ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდეს. ორი წლის წინ დაიწყო აქტიურად ვარჯიში, რაც შეეხება კვებას, ყოველთვის გემრიელად ჭამს და წონის პრობლემა არასდროს ჰქონია.პლასტიკური ოპერაციების წინააღმდეგი არ არის, თუმცა არასდროს დასჭირვებია, თავად მხოლოდ პატარ-პატარა პროცედურებს იტარებს.ლალი ტოტიკაშვილს და გია ხუბულიას ორი შვილი ჰყავს – 16 წლის საბა და 12 წლის ნიტა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23865/14/238651402_115:0:1000:664_1920x0_80_0_0_c186ab8106fcbf9eee4dd670ada65f6c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რატომ წავიდა ლალი ტოტიკაშვილი პოდიუმიდან
რატომ წავიდა ლალი ტოტიკაშვილი პოდიუმიდან
„ჩემს ქმარს არ სიამოვნებდა“: რატომ წავიდა ლალი ტოტიკაშვილი პოდიუმიდან
17:10 08.01.2022 (განახლებულია: 19:09 08.01.2022) უმშვენიერესი ქართველი მოდელი ლალი ტოტიკაშვილი პოდიუმს რამდენიმე წლის წინ, 17 წლიანი სამოდელო კარიერის შემდეგ ჩამოშორდა.
თუ რა გახდა პოდიუმიდან მისი წასვლის მზეზი, ამაზე მოდელმა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩემს მეუღლეს თავიდანვე არ მოსწონდა საჯაროდ გამოჩენა. პოდიუმიდანაც იმიტომ წავედი, მივხვდი, მას ეს არ სიამოვნებდა. თუმცა დიდი დანაკლისი არ მქონია ამის გამო, რადგან ახალი თაობების აღზრდაზე ვმუშაობ“, - ამბობს ლალი.
ლალი ტოტიკაშვილს ხშირად შეხვდებით სხვადასხვა გლამურულ წვეულებაზე, თუმცა ის მეუღლესთან გია ხუბულიასთან ერთად არსად ჩნდება.
გასული საუკუნის 90-იანების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისის ქართველ მოდელთა თაობის ერთ-ერთი გამორჩეული სახე – ლალი ტოტიკაშვილი დიდი ხანია დაემშვიდობა პოდიუმს, მაგრამ ზოგადად მოდასთან კავშირი არ გაუწყვეტია.
ჯერ სამოდელო სააგენტო გააკეთა, ახლა კი თავად ქმნის ტანსაცმელსა და აქსესუარებს. იშვიათად პოდიუმზეც შეიძლება გამოჩნდეს, მხოლოდ მაშინ, თუ მეგობარი დიზაინერი მიიწვევს.
ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდეს. ორი წლის წინ დაიწყო აქტიურად ვარჯიში, რაც შეეხება კვებას, ყოველთვის გემრიელად ჭამს და წონის პრობლემა არასდროს ჰქონია.
პლასტიკური ოპერაციების წინააღმდეგი არ არის, თუმცა არასდროს დასჭირვებია, თავად მხოლოდ პატარ-პატარა პროცედურებს იტარებს.
ლალი ტოტიკაშვილს და გია ხუბულიას ორი შვილი ჰყავს – 16 წლის საბა და 12 წლის ნიტა.