Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მეცნიერები კორონავირუსის „სუპერმუტანტი“ შტამის საფრთხეების შესახებ

© AFP 2024 / HANDOUTCOVID-19 ადამიანის უჯრედები მიკროსკოპის ქვეშ
COVID-19 ადამიანის უჯრედები მიკროსკოპის ქვეშ - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2022
გამოწერა
მეცნიერების აზრით, პათოგენი ცხოველის ორგანიზმში მოხვედრისას შეიძლება ისე ძლიერ შეიცვალოს, რომ საშიში გახდეს ადამიანებისთვისაც.
თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. კორონავირუსმა SARS-CoV-2 შეიძლება ცხოველების ორგანიზმში უკონტროლო მუტაცია დაიწყოს და დაავადების ახალი აფეთქებები გამოიწვიოს. ამის შესახებ რუსმა მეცნიერებმა გამოცემა Ura.ru–სთან განაცხადეს.
პროფილაქტიკური მედიცინის საზოგადოების სამეცნიერო ხელმძღვანელი სერგეი ტოკარევი და მეჩნიკოვის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელი ვიტალი ზვერევი დარწმუნებული არიან, რომ ომიკრონ–შტამი ყურადღებას იმსახურებს.
„არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ პირდაპირი და უკუ ზოონოზური გადაცემებისას შეიძლება რაღაც სუპერმუტანტი გაჩნდეს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თავის დამშვიდება, რომ მოვიდა „მსუბუქი ომიკრონი“, რომ სულ ასეთი იქნება და ამით პანდემია დასრულდება – ასეთ თვალსაზრისს კატეგორიულად არ ვეთანხმები“, – განაცხადა ტოკარევმა.
ზვერევმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ თვითონ SARS-CoV-2–ის წარმოშობა პირდაპირ უკავშირდება ზოონოზურ გადაცემებს, ეს კი ნიშნავს, რომ მისი თვისებების „გამწვავება“ შეიძლება გამეორდეს.
„როდესაც ვირუსი ნახულობს შუალედურ მასპინძელს, მას შეუცვლია იმდენად შეცვლა, რომ გახდეს სასიკვდილოდ საშიში და სულ სხვა თვისებები შეიძინოს. ზუსტად ასე მოხდა COVID-19–თან დაკავშირებით. წინა SARS ღამურებიდან მოხვდა პატარა ძუძუმწოვრებში, იქიდან კი უკვე ადამიანის ორგანიზმში. იმდენად შეიცვალა, რომ მძიმე დაავადებები გამოიწვია“, – აღნიშნა მეცნიერმა.
ტესტი - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
ცხვირის ნაცხზე ჩატარებული სწრაფი ტესტი „ომიკრონს“ ვერ ავლენს: სახელდება სწორი ანალიზი
კორონავირუს SARS-CoV-2-ის ახალი შტამი B.1.1.529, რომელსაც ჯანმომ „ომიკრონი“ უწოდა, პირველად ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გამოვლინდა. ვირუსის S-ცილა, რომელიც პათოგენს უჯრედების ინფიცირებისთვის სჭირდება, რამდენიმე ათეულ მუტაციას შეიცავს. მეცნიერების აზრით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი გადადების მაღალი უნარით გამოირჩევა, უფრო სწრაფად ვრცელდება და ამასთან შეუძლია დააინფიციროს როგორც აუცრელი, ისე ვაქცინირებული ადამიანები. ამასთან არსებობს მოსაზრება, რომ „ომიკრონით“ გამოწვეული COVID-19 ბევრად მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.
წყარო: Ura.ru
ყველა ახალი ამბავი
0