https://sputnik-georgia.com/20220107/bera-ivanisvilis-vaji-amrerda-video-263435296.html
ბერა ივანიშვილის ვაჟი ამღერდა - ვიდეო
ბერა ივანიშვილის ვაჟი ამღერდა - ვიდეო
Sputnik საქართველო
ბერუკა თავისი ვარსკვლავური მშობლების ვიდეორგოლების ხშირი სტუმარია
2022-01-07T02:21+0400
2022-01-07T02:21+0400
2023-08-17T12:57+0400
ქართველი ცნობადი სახეები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/06/263413576_0:129:1000:692_1920x0_80_0_0_12dfcc821854bf477908d2057d777d55.jpg
თბილისი, 7 იანვარი– Sputnik. ცნობილმა ქართველმა შემსრულებელმა, მილიარდერის და საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა ბერამ ატვირთა ვიდეოკადრები, სადაც მისი შვილი ცდილობს იმღეროს.ბერამ თავის TikTok-აკაუნტში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც პატარა ბერუკა ცდილობს ადელის სიმღერა Hello წაიმღეროს და სიტყვები გაიმეოროს.კომენტარებში მომხმარებლები პატარა ბავშვის მისამართით კეთილ სიტყვებს არ იშურებენ და აღნიშნავენ, რომ ის სიკეთეს ასხივებს. ერთ-ერთმა მომხმარებელმა ჰკითხა ბერას, იცის თუ არა ბერუკამ ქართული ენა, რაზეც მან უპასუხა:ბერამ და მისმა მეუღლემ, ნანუკამ ქართველი სელებრითებიდან ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც ყურადღება სოციალურ ქსელ TikTok-ს მიაქცია და თავის ფანებს ახალ-ახალ გასართობ კლიპებს შეპირდა. ბერას და ნანუკას ხელმომწერების არმია დღითიდღე იზრდება. ამ დროისთვის მათი გვერდი 7 მილიონ ადამიანს აქვს გამოწერილი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/06/263413576_0:123:1000:873_1920x0_80_0_0_c908b339ed0b495024bfcb383e658e1f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბერა ივანიშვილი ბერუკა ნანუკა ვიდეო
ბერა ივანიშვილი ბერუკა ნანუკა ვიდეო
ბერა ივანიშვილის ვაჟი ამღერდა - ვიდეო
02:21 07.01.2022 (განახლებულია: 12:57 17.08.2023) პატარა ბერუკა თავისი ვარსკვლავური მშობლების ვიდეორგოლების ხშირი სტუმარია
თბილისი, 7 იანვარი– Sputnik. ცნობილმა ქართველმა შემსრულებელმა, მილიარდერის და საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა ბერამ ატვირთა ვიდეოკადრები, სადაც მისი შვილი ცდილობს იმღეროს.
ბერამ თავის TikTok-აკაუნტში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც პატარა ბერუკა ცდილობს ადელის სიმღერა Hello წაიმღეროს და სიტყვები გაიმეოროს.
კომენტარებში მომხმარებლები პატარა ბავშვის მისამართით კეთილ სიტყვებს არ იშურებენ და აღნიშნავენ, რომ ის სიკეთეს ასხივებს. ერთ-ერთმა მომხმარებელმა ჰკითხა ბერას, იცის თუ არა ბერუკამ ქართული ენა, რაზეც მან უპასუხა:
„ქართული მისი პირველი ენაა, ის ნამდვილი ქართველი მამაკაცია“.
ბერამ და მისმა მეუღლემ, ნანუკამ ქართველი სელებრითებიდან ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც ყურადღება სოციალურ ქსელ TikTok-ს მიაქცია და თავის ფანებს ახალ-ახალ გასართობ კლიპებს შეპირდა. ბერას და ნანუკას ხელმომწერების არმია დღითიდღე იზრდება. ამ დროისთვის მათი გვერდი 7 მილიონ ადამიანს აქვს გამოწერილი.