https://sputnik-georgia.com/20220107/-kovid-latariis-mtavari-gamarjvebuli-cnobilia-263446885.html
ვინ არის ახალგაზრდა, რომელმაც კოვიდ-ლატარიაში 100.000 ლარი მოიგო
ვინ არის ახალგაზრდა, რომელმაც კოვიდ-ლატარიაში 100.000 ლარი მოიგო
Sputnik საქართველო
ლატარიაში გამარჯვებულმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ზაფხულში, ბათუმში დასვენების დროს გაიკეთა. 07.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-07T17:35+0400
2022-01-07T17:35+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1c/259957237_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_ebc26df770eccdf06fee7463440d79cc.jpg
თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. წამახალისებელი ლატარია „აიცერი და მოიგე" დასრულდა – 31 დეკემბერს „პირველი არხის“ პირდაპირ ეთერში მთავარი პრიზის, 100.000 ლარის მფლობელი გამოვლინდა.ვაქცინირებული 1.222.349 მოქალაქიდან, ყველაზე იღბლიანი თბილისში მცხოვრები 27 წლის ანა ნოზაძე აღმოჩნდა. გამარჯვებულს თანხა დღეს, 7 იანვარს გადაეცა.ანა მშობლებთან და ძმასთან ერთად ლილოს დასახლებაში ცხოვრობს. მოგებული თანხით იგი კოსმეტოლოგიური კაბინეტის გახსნას გეგმავს.„აიცერი და მოიგეს" გამარჯვებული ანა ნოზაძე Pfizer-ის ვაქცინით ზაფხულში ბათუმში დასვენების დროს აიცრა. წამახალისებელი ლატარია აცრილი მოქალაქეებისთვის საქართველოში 14 სექტემბრიდან დაიწყო. ყოველდღიური და ყოველკვირეული გათამაშებები 27 დეკემბერს დასრულდა, ხოლო 31 დეკემბერს „აიცერი და მოიგეს" მთავარი შემაჯამებელი გათამაშება გაიმართა.ლატარიაში ყოველდღიურად 100-დან 500 ლარამდე თანხები თამაშდებოდა, ყოველკვირეულად 1000-დან 10.000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც 2021 წლის 31 დეკემბერს გაიმართა, 100.000 ლარი გათამაშდა.მთლიანობაში მოგებულებზე 2,7 მლნ ლარი გაიცა, რომელიც 17.055 ვაქცინირებულ მოქალაქეზე გადანაწილდა.გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ერთხელ მაინც უნდა ყოფილიყო ვაქცინირებული.
https://sputnik-georgia.com/20211115/ramdeni-pensioneri-zicra-200-lariani-wamaxalisebeli-programis-amoqmedebis-semdeg-262094226.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1c/259957237_106:0:1814:1281_1920x0_80_0_0_cff48bf66943a1edd83bbb2e9dd75683.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ვინ არის ახალგაზრდა, რომელმაც კოვიდ-ლატარიაში 100.000 ლარი მოიგო
17:35 07.01.2022 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ლატარიაში გამარჯვებულმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ზაფხულში, ბათუმში დასვენების დროს გაიკეთა.
თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. წამახალისებელი ლატარია „აიცერი და მოიგე" დასრულდა – 31 დეკემბერს „პირველი არხის“ პირდაპირ ეთერში მთავარი პრიზის, 100.000 ლარის მფლობელი გამოვლინდა.
ვაქცინირებული 1.222.349 მოქალაქიდან, ყველაზე იღბლიანი თბილისში მცხოვრები 27 წლის ანა ნოზაძე აღმოჩნდა. გამარჯვებულს თანხა დღეს, 7 იანვარს გადაეცა.
ანა მშობლებთან და ძმასთან ერთად ლილოს დასახლებაში ცხოვრობს. მოგებული თანხით იგი კოსმეტოლოგიური კაბინეტის გახსნას გეგმავს.
„აიცერი და მოიგეს" გამარჯვებული ანა ნოზაძე Pfizer-ის ვაქცინით ზაფხულში ბათუმში დასვენების დროს აიცრა.
წამახალისებელი ლატარია აცრილი მოქალაქეებისთვის საქართველოში 14 სექტემბრიდან დაიწყო. ყოველდღიური და ყოველკვირეული გათამაშებები 27 დეკემბერს დასრულდა, ხოლო 31 დეკემბერს „აიცერი და მოიგეს" მთავარი შემაჯამებელი გათამაშება გაიმართა.
ლატარიაში ყოველდღიურად 100-დან 500 ლარამდე თანხები თამაშდებოდა, ყოველკვირეულად 1000-დან 10.000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, რომელიც 2021 წლის 31 დეკემბერს გაიმართა, 100.000 ლარი გათამაშდა.
მთლიანობაში მოგებულებზე 2,7 მლნ ლარი გაიცა, რომელიც 17.055 ვაქცინირებულ მოქალაქეზე გადანაწილდა.
გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ერთხელ მაინც უნდა ყოფილიყო ვაქცინირებული.