https://sputnik-georgia.com/20220106/zvirdeba-tu-ara-gazi-da-deni-ras-acxadeben-semeksi-263420471.html
გაძვირდება თუ არა დენი და გაზი: რას აცხადებენ სემეკში
გაძვირდება თუ არა დენი და გაზი: რას აცხადებენ სემეკში
Sputnik საქართველო
სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ნებისმიერი ინფორმაცია კომისიაში გადაამოწმონ. 06.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-06T15:40+0400
2022-01-06T15:40+0400
2022-01-06T21:06+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22920/83/229208390_0:198:2935:1849_1920x0_80_0_0_b4195a17c702d2c867122050d46fb9f4.jpg
თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები არ გაზრდილა, ნათქვამია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიის განცხადებაში.სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და პირების მიერ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია კომისიაში გადაამოწმონ, სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით დაეყრდნონ მხოლოდ სემეკის ინფორმაციას, რადგანაც, „როგორც მრავალწლიანი პრაქტიკა აჩვენებს, ოპოზიციური პოლიტიკური ინტერესების მქონე პირებს ხშირად მიზანმიმართულად შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში“.ელექტროენერგიის ტარიფი საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან გაძვირდა. ტარიფმა მოსახლეობისთვის 1 კვტ/სთ მოხმარებულ ენერგიაზე 3,5 თეთრით მოიმატა და საშუალოდ 26,537 თეთრი შეადგინა.რაც შეეხება ბუნებრივი აირის ტარიფებს, დედაქალაქის მოსახლეობისთვის „თბილისი ენერჯიმ“ გაზის ტარიფი 2021 წელს 1 ივნისიდან გაზარდა. ახლა თბილისელები ერთ კუბომეტრ აირში 53,972 თეთრს იხდიან, ნაცვლად მანამდე არსებული 46,138 თეთრისა.წყარო: სემეკი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22920/83/229208390_102:0:2833:2048_1920x0_80_0_0_97fb7b356842a327e87d856245361c93.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
გაძვირდება თუ არა დენი და გაზი: რას აცხადებენ სემეკში
15:40 06.01.2022 (განახლებულია: 21:06 06.01.2022) სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ნებისმიერი ინფორმაცია კომისიაში გადაამოწმონ.
თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები არ გაზრდილა, ნათქვამია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიის განცხადებაში.
„2022 წლის 1 იანვრიდან ტარიფები არ შეცვლილა და ძალაშია კომისიის მიერ წინა პერიოდში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფები. ტარიფების ზრდა არ განიხილება“, — აღნიშნულია განცხადებაში.
სემეკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და პირების მიერ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია კომისიაში გადაამოწმონ, სამომხმარებლო ტარიფებთან დაკავშირებით დაეყრდნონ მხოლოდ სემეკის ინფორმაციას, რადგანაც, „როგორც მრავალწლიანი პრაქტიკა აჩვენებს, ოპოზიციური პოლიტიკური ინტერესების მქონე პირებს ხშირად მიზანმიმართულად შეჰყავთ საზოგადოება შეცდომაში“.
ელექტროენერგიის ტარიფი საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან გაძვირდა. ტარიფმა მოსახლეობისთვის 1 კვტ/სთ მოხმარებულ ენერგიაზე 3,5 თეთრით მოიმატა და საშუალოდ 26,537 თეთრი შეადგინა.
რაც შეეხება ბუნებრივი აირის ტარიფებს, დედაქალაქის მოსახლეობისთვის „თბილისი ენერჯიმ“ გაზის ტარიფი 2021 წელს 1 ივნისიდან გაზარდა. ახლა თბილისელები ერთ კუბომეტრ აირში 53,972 თეთრს იხდიან, ნაცვლად მანამდე არსებული 46,138 თეთრისა.