Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

სალომე ჭაჭუა ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ რაგბის მსოფლიო ვარსკვლავთან ერთად იცეკვებს

© Facebook / Salome Chachuaსალომე ჭაჭუა
სალომე ჭაჭუა - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2022
გამოწერა
ცნობილი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა, რომელიც რამდენიმე სეზონია ქართულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ აღარ მონაწილეობს, ამჯერად ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ იღებს მონაწილეობას.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ მისი მეწყვილე მსოფლიოში ცნობილი მორაგბე ჯორდან კონროი იქნება. ინფორმაცია სალომე ჭაჭუას კუთვნილ Prime Dance-ის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
არსებული ინფორმაციით, ჯორდან კონროი ირლანდიის შვიდკაცა რაგბის ნაკრების წევრია.
„მოგახსენებთ, რომ დაანონსდა ირლანდიის „ცეკვავენ ვარსკვლავების“ წყვილების ვინაობა. სალომე ჭაჭუა და ჯორდან კონროი იცეკვებენ ერთად. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რაგბისტი სისწრაფით და ძალით. გისურვებთ წარმატებას და გამარჯვებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
2019 წელს სალომე ჭაჭუა ლიბანურ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ქორეოგრაფადაც იყო მიწვეული.
ყველა ახალი ამბავი
0