Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

რატომ გაუსაჯაროვა ფადი ასლიმ ია ფარულავას ძველი ფოტო: რას სწერენ ბიზნესმენს

© Ia parulavaია ფარულავა
ია ფარულავა - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2022
გამოწერა
ბიზნესმენმა ფადი ასლიმ მსახიობ ია ფარულავასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მათი ერთად ყოფნის პერიოდშია გადაღებული.
„სიყვარული ვენახში, სეზონი მეორე“ – ასეთი წარწერა გაუკეთა ფოტოს ბიზნესმენმა, რომელსაც ია ფარულავასთან მრავალწლიანი რომანი აკავშირებდა. ფოტო 2006 წელსაა გადაღებული.
პოსტს თავად იაც გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა: „კარგი დრო იყო“.
ხელმომწერები ფადის და იას შერიგებას ურჩევენ.
„კარგი წყვილი იყავით, ცალ-ცალკე არ ვარგიხართ, მერწმუნე“.
„შერიგდით რა. როგორ უხდებოდით ერთმანეთს“.
„ისე არ დავმალავ და საოცარი წყვილი კი იყავით, იასთან ვერც მოიწყენდით“, – წერენ ხელმომწერები.
ია ფარულავა სამჯერ იყო დაოჯახებული. პირველად პატარა ასაკში გათხოვდა, მისი მეუღლე რამაზ ჩანტლაძე იყო. ცოლ-ქმარს ურთიერთობა არ აეწყო, რამაზი ძალიან ეჭვიანი აღმოჩნდა და მსახიობს ფიზიკურადაც უსწორდებოდა, რის გამოც მათი ოჯახი დაინგრა. შემდეგ ია საცხოვრებლად და სამუშაოდ ამერიკაში წავიდა, სადაც ჟურნალისტ კრის რაიზერზე იქორწინა, მაგრამ მოულოდნელად საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. მან სწორედ იმ პერიოდში გაიცნო ლეგენდარული რობერტ დე ნირო.
ია ფარულავას პირად ცხოვრებას ყოველთვის აქტიურად განიხილავენ. სამშობლოში ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ლიბანელ ბიზნესმენთან ფადი ასლისთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა წყვილი 2010 წელს ისე დაშორდა, რომ ქორწინება ოფიციალურად არ დაუკანონებიათ. 2013 წელს იას რჩეული ფრანკფურტში მოღვაწე ქართველი გიტარისტი ტარიელ ხოსროშვილი გახდა, უფრო მეტად ცნობილი ფსევდონიმით ტარიელ სუარი.
ტელეშოუ „ნიჭიერის“ მიმდინარეობისას ტარიელ სუარმა პირდაპირ ეთერში სთხოვა იას ცოლობა და მათ მალევე, 2013 წლის სექტემბერში ჯვარიც დაიწერეს. წყვილი დღემდე არაჩვეულებრივად გრძნობს თავს ერთად.
ყველა ახალი ამბავი
0