https://sputnik-georgia.com/20220106/avariuli-korpusidan-mcxovreblebis-umetesoba-gavida-263421577.html
ავარიული კორპუსიდან მცხოვრებლების უმეტესობა გავიდა
ავარიული კორპუსიდან მცხოვრებლების უმეტესობა გავიდა
Sputnik საქართველო
მოსახლეობამ საკუთარი ბინების დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კორპუსში ბზარები შენიშნეს. 06.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-06T16:17+0400
2022-01-06T16:17+0400
2022-01-06T21:16+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
ბათუმი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/06/263415784_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_50ab7b5d542d0b1e262a5bcf7a152956.jpg
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ბათუმში, ჯავახიშვილის 47 ნომერში მცხოვრები 60 ოჯახიდან კორპუსში მხოლოდ ხუთი ოჯახიღა რჩება, მოსახლეობის ნაწილმა ავარიული კორპუსი ორი დღის წინ, ნაწილმა კი გუშინ დატოვა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.ეს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი გასული საუკუნის 60-იან წლებშია აგებული, კორპუსს აქვს დაშენებული სართული, არის მიშენებებიც.ადგილობრივებმა კორპუსში ბზარები 24 დეკემბერს შეამჩნიეს, რის შემდეგაც მერიისგან სახლისთვის ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვეს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ კორპუსში მზიდი კედლები იყოს დაზიანებული.მისი თქმით, ის ხუთი ოჯახიც, რომელიც ახლა შენობაში რჩება, უახლოეს დღეებში აუცილებლად დატოვებს საცხოვრებელს.ბათუმის მერია ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ელოდება და ამის შემდეგ დაგეგმავს მომდევნო ნაბიჯებს.ბათუმში ავარიული სახლის სტატუსი 144 კორპუსს აქვს. წელს დაიწყება პროექტი „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“. პროექტი ოთხწლიანია და ჯამში 80 მილიონი დაიხარჯება. ამ დროისათვის ბათუმში 10 ლოკაციიდან 200-მდე ოჯახია გაყვანილი.
ბათუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/06/263415784_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_c4b734fb1c1474451eb130a6c9f62020.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, ბათუმი , საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, ბათუმი , საქართველო
ავარიული კორპუსიდან მცხოვრებლების უმეტესობა გავიდა
16:17 06.01.2022 (განახლებულია: 21:16 06.01.2022) მოსახლეობამ საკუთარი ბინების დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კორპუსში ბზარები შენიშნეს.
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ბათუმში, ჯავახიშვილის 47 ნომერში მცხოვრები 60 ოჯახიდან კორპუსში მხოლოდ ხუთი ოჯახიღა რჩება, მოსახლეობის ნაწილმა ავარიული კორპუსი ორი დღის წინ, ნაწილმა კი გუშინ დატოვა, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
ეს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი გასული საუკუნის 60-იან წლებშია აგებული, კორპუსს აქვს დაშენებული სართული, არის მიშენებებიც.
ადგილობრივებმა კორპუსში ბზარები 24 დეკემბერს შეამჩნიეს, რის შემდეგაც მერიისგან სახლისთვის ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვეს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ კორპუსში მზიდი კედლები იყოს დაზიანებული.
„ჩვენ გავითვალისწინეთ მოსახლეობის მოთხოვნა და ექსპერტიზის დასკვნამდე მივეცით ქირით გაყვანის თანხმობა. იქ არის 60-მდე ოჯახი და, ბუნებრივია, შესაძლოა მოკლე პერიოდში მათ ვერ უზრუნველყონ საქირაო ხელშეკრულების გაფორმება და ბინით უზრუნველყოფა. მათ ეტაპობრივად დაიწყეს კორპუსის დაცლა“, — განაცხადა ბათუმის ვიცე-მერმა ლევან დავითაძემ.
მისი თქმით, ის ხუთი ოჯახიც, რომელიც ახლა შენობაში რჩება, უახლოეს დღეებში აუცილებლად დატოვებს საცხოვრებელს.
ბათუმის მერია ახლა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ელოდება და ამის შემდეგ დაგეგმავს მომდევნო ნაბიჯებს.
ბათუმში ავარიული სახლის სტატუსი 144 კორპუსს აქვს. წელს დაიწყება პროექტი „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“. პროექტი ოთხწლიანია და ჯამში 80 მილიონი დაიხარჯება. ამ დროისათვის ბათუმში 10 ლოკაციიდან 200-მდე ოჯახია გაყვანილი.