გარდაიცვალა ქართველი მსახიობი ციალა გურგენიძე

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიანთებული სანთელი
ანთებული სანთელი - Sputnik საქართველო, 1920, 06.01.2022
გამოწერა
ციალა გურგენიძე ყველას დაამახსოვრდა ფილმიდან „სიყვარული ყველას უნდა“, სადაც მან ქეთო ყარაულაშვილის როლი შეასრულა
თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. თეატრისა და კინოს ქართველი მსახიობი ციალა გურგენიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მაყურებელთა განსაკუთრებული სიყვარული მსახიობმა დაიმსახურა ფილმით „სიყვარული ყველას უნდა“, სადაც მან მარტოხელა ქალის, ქეთო ყარაულაშვილის როლი შეასრულა.
ციალა გურგენიძე 1938 წლის 20 ნოემბერს დაიბადა, დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი. 1964 წლიდან მუსკომედიის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. მის ანგარიშზეა რამდენიმე ათეული სპექტაკლი. კინოში მსახიობი ნაკლებად იყო დაკავებული.
ყველა ახალი ამბავი
0