საქართველოს სიამაყე - ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენები გასულ წელს
© photo : press-service of the Government of Georgiaსაქართველოს ოლიმპიური ნაკრები
© photo : press-service of the Government of Georgia
გამოწერა
Sputnik-საქართველო მკითხველს სთავაზობს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენების მიღწევებს 2021 წელს
ყოველი წლის ბოლოს, ტრადიციულად, ასახელებენ იმ ქართველ სპორტსმენებს, რომლებმაც წლის განმავლობაში განსაკუთრებით წარმატებით იასპარეზეს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნაკლებ ყურადღებასა და პატივისცემას იმსახურებენ ისინი, ვინც საუკეთესო ათეულში არ მოხვდა.
თითოეული მათგანი გამარჯვებისა და მედლის მოსაპოვებლად, გულშემატკივრების გულის მოსაგებად ბოლომდე იხარჯება. უბრალოდ წინა წელს ზოგმა ეს უკეთ მოახერხა, ზოგს კი ყველაფერი წინ აქვს.
ლაშა ტალახაძე - ძალოსანი
© AFP 2024 / ALEXANDER NEMENOVლაშა ტალახაძე
ლაშა ტალახაძე
© AFP 2024 / ALEXANDER NEMENOV
უკვე ექვსი წელია, +109 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძეს მთელ მსოფლიოში კონკურენტი არ ჰყავს. ამ დროის განმავლობაში ქართველმა ძალოსანმა ყველა დიდი ჩემპიონატი მოიგო - არის ორგზის ოლიმპიური, ხუთგზის მსოფლიო და ხუთგზის ევროპის ჩემპიონი.
წელი მოსკოვში კონტინენტურ ჩემპიონატში გამარჯვებით დაიწყო, შემდეგ იყო ოლიმპიური ოქრო ტოკიოში და ბოლოს დამაჯერებელი გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე ტაშკენტში.
ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ტალახაძე საკუთარ თავსაც ეჯიბრება და ახალ-ახალ მსოფლიო რეკორდებს ამყარებს. მაგალითად, უზბეკეთში მან სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა: 225 კგ. ატაცში, 267 კგ. აკვრაში და 492 კგ. ორჭიდში. საერთო ჯამში, გასულ სეზონზე რვა მსოფლიო რეკორდი დაამყარა, 2016 წლიდან კი - 21.
ნიკოლოზ ბასილაშვილი - ჩოგბურთი
© courtesy of Georgian National Olympic Committeeნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი
© courtesy of Georgian National Olympic Committee
გასული წელი 29 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის გამორჩეულად ნაყოფიერი აღმოჩნდა. განსაკუთრებით, გაზაფხული, როდესაც მან ორი ტურნირი მოიგო. მარტში გაიმარჯვა დოჰაში (АТР-250) ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტასთან მატჩში (7:6, 6:2), აპრილის ბოლოს მიუნხენში. გადამწყვეტ შეხვედრაში ბასილაშვილმა კორტების მასპინძელი იან-ლენარდ შტრუფი დაამარცხა (6:4, 7:6).
ბასილაშვილმა „მასტერსის“ ტურნირშიც იასპარეზა და საკმაოდ კარგადაც, თუმცა გადამწყვეტ ფინალურ მატჩში დამარცხდა ბრიტანელ კამერონ ნორისთან. ამის მიუხედავად, ფინალში გასვლა შეიძლება ჩაითვალოს ისტორიულ მიღწევად, რადგან მანამდე არცერთ ქართველ ჩოგბურთელს არ მიუღწევია „მასტერსის“ ფინალამდე.
ბასილაშვილმა სეზონი АТР რეიტინგში მე-40 პოზიციიდან დაიწყო და 22-ე ადგილზე დაასრულა. წლის ბოლოს ბასილაშვილმა საბანკო ანგარიში მილიონ 600 ათასი დოლარით შეავსო.
მორის ყვითელაშვილი - ფიგურული სრიალი
მორის ყვითელაშვილი
© photo: Sputnik / Alexander Wilf
/ მორის ყვითელაშვილი საქართველოს დროშით 2016 წლიდან ასპარეზობს, მაგრამ გასული სეზონი მოციგურავისთვის კარიერაში საუკეთესო იყო. გაზაფხულზე სტოკჰოლმში მსოფლიო ჩემპიონატზე იგი ფინალში გავიდა და მე-14 ადგილი დაიკავა. ამ შედეგმა მას პეკინში ოლიმპიადის ლიცენზია მოუტანა.
ოქტომბერში ყვითელაშვილი მეექვსე ადგილზე გავიდა კანადაში გრანპრიზე, ნოემბერში კი სოჭის გრანპრი მოიგო. ყვითელაშვილი პირველი ქართველი მოციგურავეა, რომელმაც ამ გრანპრის ეტაპებზე ოქროს მედალი მიიღო.
თორნიკე შენგელია
© Georgian Basketball Federationთორნიკე შენგელია
თორნიკე შენგელია
© Georgian Basketball Federation
საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მოსკოვის „ცსკა“-ს განუყოფელი ნაწილი გახდა. გუნდთან ერთად იგი გავიდა ევროლიგის „ოთხთა ფინალში“, თუმცა ნახევარფინალში „ანადოლუ ეფესთან“ დამარცხდა, ხოლო მესამე ადგილისთვის ბრძოლაში - „მილანის ოლიმპიასთან“.
ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში შენგელია ორჯერ დაასახელეს კვირის საუკეთესო მოთამაშედ. ევროლიგის ფარგლებში „ზენიტთან“ შეხვედრისას შენგელიამ გუნდს 33 ქულა მოუტანა.
არანაკლებ წარმატებულად იასპარეზა შენგელიამ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში უკრაინის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა ანგარიშით 88:83. შენგელი დაშავდა და გუნდს ესპანეთის წინააღმდეგ შეხვედრაში ვეღარ დაეხმარა.
ხვიჩა კვარაცხელია - ფეხბურთი
© AFP 2024 / KIRILL KUDRYAVTSEVხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია
© AFP 2024 / KIRILL KUDRYAVTSEV
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველს ხვიჩა კვარაცხელიას გასულ წელს წარმატებებიც ჰქონდა და წარუმატებლობებიც. გაზაფხულზე „რუბინის“ შემადგენლობაში ორი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. თავი გამოიჩინა ასევე ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში - გოლი გაუტანა საბერძნეთსა და ესპანეთს.
ამის შემდეგ კვარაცხელია დაშავდა, მაგრამ ამის მიუხედავად დიდხანს დადიოდა ხმები მის ტრანსფერზე, რომლის თანხაც, თითქოს 18 მილიონ ევროს აღწევდა. მაგრამ ჭორები არ გამართლდა და კვარაცხელია „რუბინში“ დარჩა.
მცირედი ტრავმის გამო წარუმატებლად დაწყებული სეზონი როგორც ეროვნულ ნაკრებში, ისე „რუბინის“ შემადგენლობაში, ხვიჩა კვარაცხელიამ ნოემბერში გამოასწორა და საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში შვედეთთან ორი გოლი გაიტანა, რითაც მეტოქე ჩემპიონატის საგზურის გარეშე დატოვა.
მამაკაცთა ძიუდოს ნაკრები
© photo: Sputnik / Denis Aslanovსაქართველოს ძიუდოს ოლიმპიური ნაკრები
საქართველოს ძიუდოს ოლიმპიური ნაკრები
© photo: Sputnik / Denis Aslanov
2021 წელს ქართველმა ძიუდოისტებმა იმდენად კარგად იასპარეზეს, რომ მხოლოდ ერთი სპორტსმენის გამორჩევა რთული და დანარჩენების მიმართ არასამართლიანი იქნებოდა.
ტოკიოში, ოლიმპიადაზე, ლაშა ბექაურმა (-90 კგ) ოქრო მოიპოვა, სამი ქართველი სპორტსმენი კი ვიცე-ჩემპიონი გახდა: ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ).
შავდათუაშვილმა უნგრეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი დაიმსახურა. ამავე ტურნირზე ქართველებმა ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაოც მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) შავდათუაშვილი 2021 წლის საუკეთესო ძიუდოისტად დაასახელა.
ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდების ნაკრები ანგარიშით 4:3 დაამარცხა.
საერთო ჯამში, IJF-ის ეგიდით გამართულ ტურნირებზე, მათ შორის, „მასტერსებზე“, „დიდ სლემსა“ და გრანპრის ეტაპებზე ქართველმა ძიუდოისტებმა 2021 წელს 49 მედალი მოიპოვეს: 12 ოქრო, 14 ვერცხლი და 23 ბრინჯაო.
ნინო სალუქვაძე - პისტოლეტით სროლა
© photo : Georgian National Olympic Committee / FBნინო სალუქვაძე
ნინო სალუქვაძე
გასულ წელს ნინო სალუქვაძეს დასამახსოვრებელი შედეგები არ უჩვენებია. თუმცა იგი მაინც იმსახურებს ადგილს ჩვენს სიაში.
საქმე ისაა, რომ ტოკიოს ოლიმპიადა სალუქვაძისთვის კარიერაში მეცხრე იყო. ამ მაჩვენებლით მან რეკორდი დაამყარა.
პარალიმპიელები
© photo: Fencing Federation Of Georgia / FBსაქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები
საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები
ქართველმა პარალიმპიელებმა ტოკიოში სამი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
პირველი ჯილდო საქართველოს ნაკრებს მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა მოუტანა, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა. მეორე მედალი ძიუდოისტმა ინა ქალდანმა აიღო. მესამე ქართველი პრიზიორი კი ტოკიოს ოპიმპიადაზე ძიუდოისტი რევაზ ჩიკოიძე გახდა.
ტოკიოს პარალიმპიადაზე საქართველოდან ასპარეზობდა 13 სპორტსმენი სპორტის ექვს სახეობაში.
ჯაბა კანკავა - ფეხბურთი
© Sputnik / Levan Avlabreliჯაბა კანკავა
ჯაბა კანკავა
© Sputnik / Levan Avlabreli
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა გასულ სეზონზე იმით გამოირჩა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში 9 ოქტომბერს მან ლევან კობიაშვილის რეკორდი გაიმეორა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით. კანკავასთვის ეს შეხვედრა კარიერაში მე-100 იყო. ამასთან დაკავშირებით, უეფამ კანკავასთვის, როგორც „ცენტურიონისთვის“, სპეციალური საჩუქარი მოამზადა.
გენო პეტრიაშვილი - თავისუფალი ჭიდაობა
© AP Photo / Anvar Ilyasovგენო პეტრიაშვილი
გენო პეტრიაშვილი
© AP Photo / Anvar Ilyasov
მართალია, გასულ წელს თავისუფალი სტილის მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (125 კგ), ყველა მნიშვნელოვან ტურნირზე ჯილდო მოიპოვა, მაგრამ ოქრო - ვერა.
ევროპის ჩემპიონატზე ვარშავაში მოჭიდავემ ბრინჯაოს მედალი აიღო. ოსლოში, მსოფლიო ჩემპიონატზე - ვერცხლის მედალი, თუმცა ძალიან გულდასაწყვეტი იყო, რომ ოქროს გარეშე დარჩა.
ყველაზე დიდი იმედგაცრუება პეტრიაშვილს ოლიმპიურმა თამაშებმა მოუტანა. ტოკიოში ვერცხლის მედლის მიღების შემდეგ იგი ძლივს იკავებდა ცრემლებს, რადგან ამერიკელ გეიბლ სტივენსონთან ფინალში შეხვედრის ბედი წამის მეათედებმა გადაწყვიტა.
შეხვედრის მეორე ნახევარში ქართველი მოჭიდავე დაეწია და გაუსწრო მეტოქეს და იგებდა 8:5-ს, თუმცა ფინალურ სასტვენამდე წამის 6.5-ით ადრე ამერიკელმა მოასწრო და პეტრიაშვილს ბოლო ილეთი ჩაუტარა, რამაც მატჩის ბედი გადაწყვიტა.