https://sputnik-georgia.com/20220105/rusetsi-qartveli-mfrinavis-natesavebs-ezeben-263405526.html
რუსეთში ქართველი მფრინავის ნათესავებს ეძებენ
რუსეთში ქართველი მფრინავის ნათესავებს ეძებენ
Sputnik საქართველო
ქართველი მფრინავის შთამომავლებს საქართველოში ეძებენ. ის მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში გმირულად დაიღუპა
2022-01-05T21:54+0400
2022-01-05T21:54+0400
2022-01-06T00:10+0400
საზოგადოება
რუსეთი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1c/263218505_95:354:1167:957_1920x0_80_0_0_7d58d6f064d3f79c381fc2d19886a61e.jpg
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. რუსეთში ეძებენ ქართველი მფრინავის არისტოტელე სტეფანეს ძე ქავთარაძის ნათესავებს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპა.ჟურნალისტი ნოვგოროდის ოლქიდან ვადიმ ბერიაშვილი „Sputnik–საქართველოს“ რედაქციას ქართველი მფრინავის ნათესავების პოვნაში დახმარების თხოვნით დაუკავშირდა. ის გმირულად დაიღუპა ომის დასაწყისში და დაკრძალულია ნოვგოროდის ქალაქ სოლციში.გმირის შესახებ ასევე ცნობილია, რომ ის თბილისელი იყო და მონაწილეობდა საბჭოთა კავშირი–ფინეთის ომში, დაჯილდოვდა მედლით „მამაცობისთვის“.სოლცის მცხოვრებლებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას საქართველოში გმირის ნათესავების მოძებნა სურთ, რათა მიიწვიონ ისინი, აჩვენონ მფრინავის საფლავი, რომელსაც მისი გმირობის დღეს ყოველ წელს ყვავილებით ამკობენ.ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა, რომ ქართველის გმირობა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა დღემდე მიაგებს პატივს, მშვენიერი ისტორიაა, რომელიც რუს და ქართველ ხალხებს აახლოებს.დეტალური ინფორმაცია ქავთარაძის შესახებ იხილეთ აქ.თუ გაქვთ ინფორმაცია, დაუკავშირდით „Sputnik–საქართველოს“ რედაქციას ელექტრონულ ფოსტაზე news@sputnik-georgia.com
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1c/263218505_159:344:980:960_1920x0_80_0_0_f8507a2a9dcc39c16e38838a38d74783.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ნოვგოროდი თბილისი საქართველო ქავთარაძე მფრინავი გმირი
ნოვგოროდი თბილისი საქართველო ქავთარაძე მფრინავი გმირი
რუსეთში ქართველი მფრინავის ნათესავებს ეძებენ
21:54 05.01.2022 (განახლებულია: 00:10 06.01.2022) მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული გმირის შესახებ ცნობილია, რომ ის თბილისელი იყო და საბჭოთა კავშირი–ფინეთის ომში მონაწილეობდა.
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. რუსეთში ეძებენ ქართველი მფრინავის არისტოტელე სტეფანეს ძე ქავთარაძის ნათესავებს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპა.
ჟურნალისტი ნოვგოროდის ოლქიდან ვადიმ ბერიაშვილი „Sputnik–საქართველოს“ რედაქციას ქართველი მფრინავის ნათესავების პოვნაში დახმარების თხოვნით დაუკავშირდა. ის გმირულად დაიღუპა ომის დასაწყისში და დაკრძალულია ნოვგოროდის ქალაქ სოლციში.
„ლეიტენანტი არისტოტელე სტეფანეს ძე ქავთარაძე საჰაერო ბრძოლის დროს 1941 წლის 13 ივლისს შეეჯახა და ჩამოაგდო გერმანული თვითმფრინავი, რის შედეგად დაიღუპა თვითონ და გაანადგურა მტრის თვითმფრინავი პილოტთან ერთად. ამ გმირობისთვის მას სიკვდილის შემდეგ საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა“, – ნათქვამია განცხადებაში.
გმირის შესახებ ასევე ცნობილია, რომ ის თბილისელი იყო და მონაწილეობდა საბჭოთა კავშირი–ფინეთის ომში, დაჯილდოვდა მედლით „მამაცობისთვის“.
სოლცის მცხოვრებლებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას საქართველოში გმირის ნათესავების მოძებნა სურთ, რათა მიიწვიონ ისინი, აჩვენონ მფრინავის საფლავი, რომელსაც მისი გმირობის დღეს ყოველ წელს ყვავილებით ამკობენ.
„შვილები არ ჰყავდა, ვერ მოასწრო ოჯახის შექმნა, მაგრამ ალბათ ჰყავდა ძმები ან დები. ახლა მათი შთამომავლები საქართველოში ცხოვრობენ. მის შესახებ ინფორმაცია არის ინტერნეტშიც, ქავთარაძის გმირობა კარგადაა ცნობილი და აღწერილი“, – აღნიშნა ბერიაშვილმა.
ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა, რომ ქართველის გმირობა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა დღემდე მიაგებს პატივს, მშვენიერი ისტორიაა, რომელიც რუს და ქართველ ხალხებს აახლოებს.
დეტალური ინფორმაცია ქავთარაძის შესახებ
იხილეთ აქ.
თუ გაქვთ ინფორმაცია, დაუკავშირდით „Sputnik–საქართველოს“ რედაქციას ელექტრონულ ფოსტაზე news@sputnik-georgia.com